დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაჟიეთი ჰესის“ თაობაზე საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2054 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024716 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2054
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მაჟიეთი ჰესის“ თაობაზე საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 27 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ენთელს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას და მე-2 პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები