„გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2040
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024776
2040
29/09/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
000000000.00.003.024776
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2040

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკისგან (ICBC) სესხის მოზიდვის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (მათ შორის: სადაზღვევო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბანკო/საფინანსო) განხორციელების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2018 წლის 30 მარტით.“.

პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი