შპს „ენერგო ინვესტისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ენერგო ინვესტისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2089
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024734
  • Word
2089
05/10/2017
ვებგვერდი, 17/10/2017
000000000.00.003.024734
შპს „ენერგო ინვესტისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2089

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ენერგო ინვესტისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავანი ჰესის მშენებლობის პროექტის განსახორციელებლად, შპს „ენერგო ინვესტს“ (ს/ნ: 404455898) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.35.53.048; №57.35.53.050; №57.35.53.032; №57.35.53.028; №57.35.53.024; №57.35.53.051; №57.35.53.047; №57.35.53.029; №57.35.53.043; №57.35.53.033; №57.35.53.040; №57.35.53.042; №57.35.53.031; №57.35.53.041; №57.35.53.034; №57.35.53.030; №57.35.53.044; №57.35.53.039; №57.35.53.045; №57.35.53.037) მდებარე, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 18 (თვრამეტი) ინდივიდი;

ბ) ლაფანი (Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth.) – 17 (ჩვიდმეტი) ინდივიდი.

2. შპს „ენერგო ინვესტი“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი