ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016332
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
07
14/11/2017
ვებგვერდი, 17/11/2017
010250050.35.117.016332
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/11/2017 - 29/12/2017)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2017 წლის 14 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,   და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 30/06/2017., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016316);
ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატისა და მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 03/08/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016176).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

 

საკრებულოს თანამდებობის პირები

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2750

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2500

3

საკრებულოს კომისიის, ფრაქციის თავმჯდომარე

1750