ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016346
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
15/11/2017
ვებგვერდი, 20/11/2017
010250050.35.117.016346
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2017 - 23/02/2022)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ამბროლაურის მუნიციპალიტეტი დაიყოს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად:

ა) ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ამბროლაური);

ბ) ბუგეულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბუგეული, აბანოეთი, ბარეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა);

გ) ველევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა);

დ) ზნაკვის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზნაკვა, მოტყიარი, საკეცია);

ე) იწის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, ქვემო კრიხი, შუა კრიხი, იწა);

ვ) ლიხეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აბარი, ლიხეთი, ურავი);

ზ) ნამანევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შავრა, თხმორი, ნამანევი, ხონჭიორი);

თ) ნიკორწმინდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კაჩაეთი, ნიკორწმინდა, ხარისთვალი);

ი) სადმელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბოსტანა, კლდისუბანი, სადმელი, ღვიარა, ძირაგეული);

კ) სხვავის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სხვავა, ფუტიეთი);

ლ) ღადიშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბაჯი, პატარაონი, ტბეთი, ქვედა შავრა, ღადიში);

მ) ცახის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გოგოლათი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ცახი);

ნ) წესის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მუხლი, წესი);

ო) ჭელიაღელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი, ჭელიაღელე);

პ) ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ჭრებალო);

ჟ) ჭყვიშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზედა ჭყვიში, ქვიშარი, ჭყვიში);

რ) ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ხვანჭკარა);

ს) ხიდიკრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კვაცხუთი, ხიმში);

ტ) ხოტევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სხარტალი, წკადისი, ხოტევი).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 ნოემბრის №48 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016226).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე