ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016336
11
15/11/2017
ვებგვერდი, 20/11/2017
010260020.35.117.016336
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილებ №11

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის  დებულება თანდართული დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №43 დადგენილება; (www.matsne.gov.ge, 13/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016221);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №14 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.172.016014);

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი
ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის  დებულება

მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა  და ქონების მართვის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა  და ქონების  მართვის  სამსახური  (ტექსტში  შემდგომ  – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის     მერიის     სტრუქტურული     ერთეული,     რომელიც     უზრუნველყოფს     ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას,   მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო  განრიგი  და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის  საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.   სამსახური   შედგება  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში –  სამსახურის   უფროსის),   მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება) და მოხელეებისგან.

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ეკონომიკის განყოფილება;

ბ) ქონების მართვის განყოფილება;

გ) მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკური ინფორმაციის განყოფილება.

3. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის  დებულების  მე-9  მუხლით  და მე-12  მუხლის  მე-3  პუნქტით  და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის  ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – განყოფილების უფროსი).

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5.   განყოფილების   საქმიანობას   წარმართავს   განყოფილების  უფროსი,  რომლის   უფლებამოსილებები   და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-13  მუხლით  და შესაბამისი სამუშაო  აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების  მოხელეების  უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება  საქართველოს  კანონმდებლობითა  და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა  და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების  დაგეგმვის,  ინვესტორებთან  თანამშრომლობის,  შესაბამისი საინვესტიციო  პროგრამებისა  და პროექტების მომზადების საკითხებზე;

ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ლ)  ზედამხედველობას   მუნიციპალური  ქონების  დაცვაზე,  მოვლა-პატრონობაზე,   მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება- მოვალეობათა განხორციელებას;

ნ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

პ)  ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ჟ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გატარებას;

რ)  ამზადებს   მასალებს    ფიზიკური   პირისთვის   მაღალმთიან   დასახლებაში   მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების აღდგენის საკითხებზე;

ს)  მოქმედი  კანონმდებლობით,  მერიის  დებულებით  და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. ეკონომიკის განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)   ეკონომიკური    განვითარების    მუნიციპალური    პროგრამის    მომზადების    ორგანიზებას,    პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) ეკონომიკური  განვითარების  მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის  შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

დ)  საჭირო  დოკუმენტაციის   მომზადებას  მუნიციპალიტეტის   მონაწილეობით  საინვესტიციო   პროექტების შესადგენად;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალური პროექტების  კერძო ინვესტორებთან,  მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

ზ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;

თ) განიხილავს და ამზადებს   მასალებს    ფიზიკური   პირისთვის   მაღალმთიან   დასახლებაში   მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების აღდგენის საკითხებზე;

ი) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გატარებას;

კ) მოქმედი  კანონმდებლობით,  მერიის დებულებით  და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 


მუხლი 5. ქონების მართვის განყოფილება
ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;

გ)  რეკომენდაციების   შემუშავებას  მუნიციპალური  ქონების  კატეგორიების  განსაზღვრასა   და  შეცვლასთან დაკავშირებით;

დ)  საჭირო  დოკუმენტაციის  მომზადებას  სახელმწიფო  საკუთრების  ქონების  მუნიციპალურ  საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

ე)    რეკომენდაციების     შემუშავებას     მუნიციპალიტეტის     წილობრივი     მონაწილეობით     დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;

ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

ზ)  რეკომენდაციების   შემუშავებას   მუნიციპალური   ქონების  პრივატიზებასა  და  სარგებლობის  უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

თ)  ელექტრონული და საჯარო  აუქციონისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;

ი) მოქმედი  კანონმდებლობით,  მერიის დებულებით  და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას“.


მუხლი 6. მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკური ინფორმაციის განყოფილება
მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკური ინფორმაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) დარგების მიხედვით ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტში მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების შესახებ სტატისტიკური ინიფორმაციის შეკრებისა და დამუშავების, შესაბამის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოებას;

გ) წინადადებების მომზადებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

დ) მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის ფორმირებას;

ე) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებას;

ვ) მოქმედი  კანონმდებლობით,  მერიის დებულებით  და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.