ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016339
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
15/11/2017
ვებგვერდი, 20/11/2017
010260020.35.117.016339
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2017 - 27/05/2021)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადეს:

ა) „ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №14 დადგენილება; (www.matsne.gov.ge, 07/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016192);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სიოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №15 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.172.016015);

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის   სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალური და ჯანდაცვის სამსახური  (ტექსტში შემდგომ – სამსახური) უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (ტექსტში შემდგომში – სამსახურის უფროსის) და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექსტში შემდგომში – განყოფილება).

2. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;

ბ) სოციალური დაცვის განყოფილება.

3.  სამსახური საქმიანობას წარმართავს სამსახურის  უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი (ტექსტში შემდგომ – განყოფილების უფროსი).

4. განყოფილება შედგება  განყოფილების უფროსისა და  განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების  საქმიანობას წარმართავს  განყოფილების უფროსი, რომლის ულებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13  მუხლით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით  და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული  უფლებამოსილებათა ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციასა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. ჯანდაცვის განყოფილების ფუნქციები
ჯანდაცვის განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;

დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული  უფლებამოსილებების განხორციელებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ    სხვა ფუნქციათა განხორციელებას.


მუხლი 5. სოციალური დაცვის  განყოფილების ფუნქციები
სოციალური დაცვა-განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციის ბაზის შექმნასა და მათი სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ვ) სოციალური დაცვის მუნიციპალური დაწესებულებათა მართვას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ   სხვა ფუნქციათა განხორციელებას.