ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016338
13
15/11/2017
ვებგვერდი, 20/11/2017
010260020.35.117.016338
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი
ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახურის დებულება

მუხლი 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახური
1.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების,  კულტურის,  ძეგლთა დაცვის, სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მუნიციპალური  პროგრამების  შემუშავებასა  და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო  განრიგი  და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის  საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.  სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი) და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის  განყოფილება;

ბ)  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის  უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი (ტექსტში შემდგომ – განყოფილების უფროსი).

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-13  მუხლით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლითა და  შესაბამის  სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა  და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები  განისაზღვრება  მერიის  დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის  შესახებ"  საქართველოს  კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

გ)   მუნიციპალური   მუზეუმების,   თეატრების,   ბიბლიოთეკების   და   კულტურის   სხვა   დაწესებულებების მართვას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

ე) წინადადებების  შემუშავებას  კულტურის, ძეგლთა  დაცვის,  განათლებისა  და სპორტის  დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა)   მიიღოს   ინფორმაცია   საჯარო   დაწესებულებებიდან,   მერიას   დაქვემდებარებული   საწარმოებიდან   და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

ბ)   მოამზადოს   წინადადებები   სამსახურის   წლიური   ხარჯების   თაობაზე,   აუცილებლობის   შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

გ)  საჭიროების   შემთხვევაში   მონაწილეობა  მიიღოს  სასამართლოში   წარსადგენი  სარჩელის  მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

დ)   მოამზადოს    წინადადებები   და   მონაწილეობა   მიიღოს   სახელმწიფო   შესყიდვებთან   დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მონაწილეობა მიიღოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;

ვ) ითანამშრომლოს  საზოგადოებრივ  ორგანიზაციებთან  და მედიასაშუალებებთან,  იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

ზ)  დადგენილი  წესით  განახორციელოს  ყველა  აუცილებელი  ქმედება,  რაც  დაკავშირებულია   დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.

3. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;

ბ)  კეთილსინდისიერად   შეასრულოს  მოქმედი  კანონმდებლობისა  და  შესაბამისი  სამართლებრივი  აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ) ანგარიში წარუდგინოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ.


მუხლი 4. განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება
განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

დ) კულტურის და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

ზ)  მოქმედი  კანონმდებლობითა   და  მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ)  მუნიციპალური  სტადიონების,  სპორტული  მოედნების,   საცურაო  აუზებისა და  სპორტული  კომპლექსების მართვას;

დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

ე) სამსახური, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სფეროში დადგენილი წესით, უზრუნველყოფს:

ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;

ზ)   ახალგაზრდობის    პრობლემების   შესწავლას,   წინადადებათა   შემუშავებას   არსებული   მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

თ)  გენდერული   თანასწორობის   მდგომარეობის   შესწავლას  და  გენდერული  თანასწორობის   ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;

ი)  მოქმედი  კანონმდებლობითა   და  მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას.