ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016341
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
15/11/2017
ვებგვერდი, 20/11/2017
010260020.35.117.016341
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2017 - 19/12/2023)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის   სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და  გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს  №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 07/08/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016193);

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და  გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.172.016012).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების საფუძველზე.

3. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.


მუხლი 2. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სტრუქტურა
1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი) და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები
1. უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება.

2. უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა.

3. გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება.

4. სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება.

5. აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა.

6. რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება.

7. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება- მოვალეობანი.


მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა.

2. 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა.

3. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი.

4. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება.

5. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა.

6. სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი.

7. ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება.

8. თეორიული მეცადინეობების მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს.

9. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება.

10. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა.

11. სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.


მუხლი 5. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები
1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.

2. სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს.

3. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები.

4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.


მუხლი 6. გაწვევის ღონისძიებათა განხორციელება
გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.