ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016351
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
30/11/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010250050.35.117.016351
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/12/2017 - 17/01/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის თანდართული დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge;  16/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016207);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge;  01/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016028).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის შესახებ ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;

ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, ასევე უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.

3. ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია www. Ambrolauri.ge.


მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) ინფორმაციის განთავსებას;

დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელისათვის;

ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.

3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მიწოდების შესახებ  შესასრულებლად სავალდებულოა თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის.


მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.

2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.

3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;

ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები.

5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მუდმივი (ყოველდღიური);

ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);

გ) ერთჯერადი.


მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური.

3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:

ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი დღის 13.00 სთ.

ბ) ყოველკვირეული – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ.

გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.


მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა სახის ინფორმაციის.

2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:

ა) მთავარი;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;

გ) მერია;

დ) საკრებულო;

ე) სამართლებრივი აქტები;

ვ) განცხადებები;

ზ) ცნობარი;

თ) პროგრამები და პროექტები.

ე) ახალი ამბები.


მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:

ა) ზოგადი ინფორმაცია;

ბ) მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა;

გ) ბუნებრივი რესურსები;

დ) ეკონომიკა:

ე) ინფრასტრუქტურა;

ვ) ჯანდაცვა;

ზ) განათლება;

თ) სპორტი და კულტურა.

2.  მერია იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მერიის დებულება;

ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება,  ტელეფონი, მისამართი და მიღების საათები);

გ) მერიის  სტრუქტურა;

დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულები (პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური  შემადგენლობა თანამდებობის და ტელეფონის მითითებით).

3. საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) ბიურო (საკრებულოს თანამდებობის პირები – თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია,  პარტიულობა, უფლებამოსილება, ტელეფონი,  მისამართი და მიღების საათები);

ბ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);

გ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის დებულებები);

დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა);

ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა);

ვ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);

ზ) საკრებულოს რეგლამენტი.

4. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) საკრებულოს სამართლებრივი აქტები:

ა.ა) საკრებულოს დადგენილებები;

ა.ბ) საკრებულოს განკარგულებები;

ა.გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები.

ბ) მერის ბრძანებები;

გ) მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ბრძანებები.

5. განცხადებების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) ტენდერები, აუქციონები;

ბ) ვაკანსიები, კონკურსები.

6. ცნობარის განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე  არსებული იურიდიული პირების, ორგანიზაციების, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, კულტურული და ტურისტული ობიექტების და სხვა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი საცნობარო ინფორმაცია.

7. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მუნიციპალური პროგრამები;

ბ) საინვესტიციო პროექტები.

8. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.