„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016353
28
30/11/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010250050.35.117.016353
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017  წლის 15 ნოემბრის  №08 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016333) შევიდეს ცვლილება:

ა) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი.

„კ. პირველადი სტრუქტურული ერთეული შესყიდვების სამსახური.“

ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაცია, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“

გ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9 პუნქტი.

„91.პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო პროექტების, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე