„ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016358
33
08/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
010250050.35.117.016358
„ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.171.016326) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს მორიგი სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს (ხოლო, თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).“;

ბ) 86-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 145-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მერის მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაში.“;

გ) 137-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს ამ რეგლამენტის 145-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში.“;

დ) 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 143. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ექვსი თვის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს აგვისტოსა და ერთი წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საკრებულოს აპარატი წარმოდგენილ ანგარიშს შეიტანს უახლოესი საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით.

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკრებულოს სხდომის ან საკრებულოს ბიუროს სხდომის ნაწილის ან მთლიანად დახურვა, თუ საკითხი ეხება კომერციულ საიდუმლოებას (ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კერძო სამართლის იურიდიული პირის კონკურენტუნარიანობას).

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება ჩაითვალოს როგორც: „არასრულყოფილი“ ან „სრულყოფილი“ და შეფასდეს როგორც: „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“.

5. საკრებულოს გადაწყვეტილებით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია/ მითითება/დავალება საქმიანობიდან გამომდინარე და მისი შესრულების კონტროლი დაევალოს შესაბამის კომისიას. 

6. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ანგარიშის „არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მიმართოს რეკომენდაციით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისადმი მიცემული რეკომენდაცია, მითითება ან დავალება მიზნად უნდა ისახავდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის მუშაობის გაუმჯობესებას და ეფუძნებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე