დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.103.016259 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2017 - 23/01/2018)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 121 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და მოსაკრებლის გადახდის წესი (დანართი№1); ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები(დანართი №2); გ) ქვითრის ფორმა (დანართი №3). |
| მუხლი 3 |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №30 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და მოსაკრებლის გადახდის წესი
|
მუხლი 1. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მესტიის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 2. ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში,რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ,კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის,აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. 3. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. 4. მოსახლეობისათვის ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანისათვის მესტიის მთელ ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისთვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 1 (ერთი) ლარით, არაუმეტეს 12 ლარისა. ორგანიზაციების დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის (ი/მ.მ/მ, შპს. და სხვა) დაგროვილი ნარჩენის მოცულობის ან და დაგროვების ნორმის, ნარჩენის სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის დასაქმებული პერსონალის რაოდენობის,საქონლის მომხმარებელთა რაოდენობის (ადგილი, საწოლი, სკამი,მოსწავლე) მიღებული სხვა საბინაო და კომუნალური მომსახურების მოცულობის(ღირებულების) და დაგროვილი ნარჩენის წონისა და ნარჩენის წარმომქმნელის ადგილიდან მისი ნარჩენის დამუშავების ან საბოლოო განთავსების ადგილამდე მანძილის მიხედვით. 5. მოსაკრებელის გადახდა შეიძლება მოხდეს შეტყობინებების, მიღება- ჩაბარების აქტის და ასევე ქვითრის საფუძველზე,რომელიც მომზადდება იმ ორგანიზაციის ,დაწესებულების ხელმძღვანელი პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური ან თხევადი ნარჩენი. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება. მუხლი 2. მოსაკრებლის განაკვეთი 1. 1მ3 ნარჩენის შეგროვება – ტრანსპორტირება და გაუვნებლობის-გადაფარვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 10 ლარით. 2. მოსაკრებლისაგან თავისუფლდებიან: ა) ეკლესია-მონასტრები; ბ) ომის ვეტერნები,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები; გ) პირველი ჯგუფის ინვალიდები; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის 57 000 ან 57000-ზე დაბალი); ე) მრავალშვილიანი ოჯახები (18 წლამდე ასაკის ხუთი და მეტი შვილი). 3. მოსაკრებლის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. 4. დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელის ჩარიცხვა უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან ქვითრის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ან ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე მთელი წლის განმავლობაში, მოსახლეობისათვის შეტყობინებების საფუძველზე. მუხლი 3.მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე 200122900, სახაზინო კოდი 300413189. ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო,რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია(დანართი №3): ა) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; ბ) დაწესებულების კატეგორიიდან გამომდინარე ზომის ერთეული (მ2),სკამი,ლოგინი, დასაქმებული მოსწავლე და ა.შ.); გ) ერთეულის მთლიანი რაოდენობა; დ) გადასახდელი თანხა; ე) დარჩენილი გადასახადი; ვ) კრედიტი. 4 გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ. 5. წინამდებარე დადგენილება ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ამოქმედდეს მომსახურების გაჩენის მომენტიდან. 6. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე და სხვა ნებისმიერი სახის ობიექტებიდან და ასევე დაწესებულებებიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა განისაზღვროს ნარჩენების წარმოქმნის ადგილსა და საბოლოო განთავსების ადგილს შორის მანძილის მიხედვით. ერთი კილომეტრის მანძილზე მომსახურების ღირებულების მინიმალური ზღვარი შეადგენს 1.50 (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი). აღნიშნული მომსახურების საფასური შესაძლებელია გაიზარდოს მომსახურების სირთულიდან გამომდინარე და ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, სადაც დასუფთავების მომსახურების სერვისი არ მიეწოდება. 7. მოსახლეობაში გადასახადი დაწესდეს ნაგვის კონტეინერიდან არაუმეტეს 100 მეტრის მანძილზე მდებარე კომლებისათვის 8. სამშენებლო ნარჩენებზე მომსახურების ტარიფი განისაზღვროს გადაზიდული ნარჩენების რაოდენობით დაბის ტერიტორიაზე 1მ/კუბ.ნარჩენზე 10 ლარი, განთავსების გადასახადი 1მ/კუბ.ნარჩენზე -5 ლარი. მუხლი 4. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები–ურნები და მათი გამოყენების წესი საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში განლაგებული ურნები არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება. მუხლი 5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისას უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. 2. ნარჩენების ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება. 3. ნარჩენების მოსათავსებელი ურნებს შორის მანძილი განისაზღვროს მინიმუმ 100მ.-ით. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ან ნარჩენების წარმომქმნელო ობიექტების სიმჭიდროვე. მუხლი 6. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და განთავსება მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის, მუნიციპალური ნარჩენებით, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავდანადგარში დაწვა გამოიწვევს ადმინისტარციული სახდელის დაკისრებას, რაც განსაზღვრულია „ნარჩენების მართვის კოდექსის X თავით. მუხლი 8. სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება სამედიცინო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 9. სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება 1. სამშენებლო ნარჩენების წარმომქნელია პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან შენობა–ნაგებობაში ამ პირის მიერ უშუალოდ ან მესამე პირის მიერ სრულდება სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო ნარჩენების წარმოქმნით. 2. მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნარჩენები შეაგროვოს ერთად მისსავე ტერიტორიაზე.თუ სამშენებლო ნარჩენის ამ წესით შეგროვება შეუძლებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე შეუძლია გამოიყენოს ქუჩის სავალი ნაწილი, ტროტუარი ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ნაწილი. 3. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ამ ნარჩენის წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება საკუთარი ხარჯებით. მუხლი 10. პასუხისმგებლობა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული წესების დარღვევაზე,წესების დაცვის კონტროლი და მექანიზმი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. ნარჩენების კონტეინერის მითვისება, მოპარვა, განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ წესების დარღვევის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით. 4. თუ ამა თუ იმ პირის მიერ ამ წესის დაღვევით ზიანი მიადგა მესამე პირს, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს დამრღვევს მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ წესის დარღვევით მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 6. ამ წესის დაცვაზე ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებს ა(ა)იპ “მესტია დასუფთავება“, რომელსაც ევალება ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება. დარღვევის გამოვლენისთანავე აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, აცნობოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც ევალება ამ წესების დაცვაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. გარდამავალი დებულება: 1. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით წესის თანახმად კენჭისყრის დღიდან.
|
დანართი №2
|
მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდი: M =N x C x k :12 მაგ: M = 0,04 x 10 x 1:12 M = 0.03 (1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე) შესაბამისად: M ანუ მიღებული გამრავლდება დაკავებულ ფართზე ან მომხმარებელთა რაოდენობაზე(ადგილი,საწოლი,მოსწავლე). M – არის ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (კუბამეტრი) წელიწადში 1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე თვეში. N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში. C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება. K – დაკავებული ფართი ან მომხმარებელთა რაოდენობა.
|
დანართი №3
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები