თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის,განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის,განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016363
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.163.016363
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის,განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/01/2018 - 08/02/2018)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №27 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 010250020.35.176.016027).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის  2014 წლის 3 სექტემბრის №26 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 010250020.35.163.016207).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი 
თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის  დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის უფლებამოსილებას, ფუნქციებს და საქმიანობის  წესს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია (შემდგომში – ,,კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. კომისიის შექმნის მიზანია ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლი. 

4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;

ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების  ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;

დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;

ე) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ვ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;

ზ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ;

ი) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვის და დამტკიცების შესახებ;

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მერიის თანამდებობის პირები და პროფესიული საჯარო მოხელეები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომის დღის წესრიგს. განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად  წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს მიერ  მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები

1. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში, კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით, ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

3. კომისია უფლებამოსილია ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრთაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები:

ა) განათლების, სპორტის,  ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

ბ) სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

მუხლი 5. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკრებულოს რეგლამეტით დადგენილი წესით. 

მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის და კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმისწარმოებას და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას, უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების მოსამზადებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

 მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1.კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება, საკრებულოს მიერ  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.