თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016364
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.163.016364
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/01/2018 - 08/02/2018)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა  და ბუნებრივი რესურსების  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  

მუხლი 1
დამტკიცდეს  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულება  დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 სექტემბრის №26 დადგენილება ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 010250020.35.176.016026).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის  №25 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 09/09/2014, 010250020.35.176.016026).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი
 თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა  და  ბუნებრივი რესურსების  კომისიის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების  კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის და  საკრებულოს რეგლამენტით  დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა  და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით  და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს  ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმის, თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების)  დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

ბ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებულ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ;

დ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

ე) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაცის შესახებ;

ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

ზ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ;

ი) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით;

კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ;

ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და რეგულირების წესების შესახებ;

მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით;

ნ) განიხილავს საკითხებს ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების შესახებ;

ო) განიხილავს ქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების და განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხებს;

პ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობის და მათ დასაცავად საჭირო ზომების შესახებ;

ჟ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასთან დაკავშირებით;

რ) განიხილავს საკითხებს ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;

ს) განიხილავს საკითხებს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;

ტ) განიხილავს საკითხებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ;

უ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მერიის თანამდებობის პირები და აპარატის საჯარო მოხელეები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28–ე მუხლის და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის  და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს, კომისიის სხდომაზე  განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები

1.      კომისია უფლებამოსილია ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შექმნას  სამუშაო ჯგუფები:

ა) სივრცით–ტერიტორიული დადგეგმარების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

ბ) ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი;

გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.  

2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

მუხლი 5. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს  კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკრებულოს რეგლამეტით დადგენილი წესით. 

მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის და კომისიის სამუშაო ჯგუფების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.

მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1.კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება, საკრებულოს მიერ  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.