ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016363
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
27/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010250050.35.117.016363
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2018 - 20/03/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტისა, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და  მუდმივად  მცხოვრები სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის №26 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 03/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016308);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 04/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016155).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და  მუდმივად  მცხოვრები სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ 3 თვისა) და  მუდმივად  მცხოვრები სტატუსის მქონე მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე მოსახლეობისათვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა  და გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზანია იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან  კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე  მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.

3. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ  ქვეპროგრამებს:

ა) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა);

ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა;

გ) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა;

დ) ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

ე) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა;

ვ) C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ქვეპროგრამა.


მუხლი 2. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა  სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა)
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ეპილეფსიით, გლაუკომით, ფსორიაზით, კუნთოვანი დისტროფიით, კრონის, ვილსონის, სისხლის ქრონიკული დაავადებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა, მნიშვნელოვანი შეზღუდვა) ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული  მკურნალობის კურსი და მკურნალობა არ/ან ნაწილობრივ ფინანსდება  სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე დაუფინანსდებათ თანხმლები დავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები, სისხლი ან მისი კომპონენტი (პლაზმა, ერითროციტული მასა, თრომბოციტული მასა).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური  100 (ას) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

4. ქვეპროგრამით ისარგებლებენ 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები.

5. დაფინანსების მიღების მიზნით დაიტერესებულმა მხარემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-№100/ა), სადაც მითითებული   იქნება:

გ.ა) მასზედ, რომ პაციენტი  საჭიროებს მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის კურსს;

გ.ბ) იმ მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომელიც უნდა დაფინანსდეს;

დ) ანგარიშფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან მედიკამენტის დაფინანსების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახურის  წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

თ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი).


მუხლი 3. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა
1. პროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია,  მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები.

2. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2 500 (ორიათას ხუთას) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

4. მოქალაქემ/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-№100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან   სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ;

ვ) ცნობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (გარდა სტუდენტისა) (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის  წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ზ) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (საჭიროების შემთხვევაში);

თ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი).


მუხლი 4. „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა  დახმარების ქვეპროგრამა
1. პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსებით პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“.

2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯისათვის.

3. დაფინანსების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ( ფორმა IV-№100/ა;)

დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;

ე) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი).


მუხლი 5. ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა, ონკოლოგიური ავადმყოფებისა, მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა).

2. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (გარდა მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა).

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ არ/ან ნაწილობრივ უფინანსდებათ სადიაგნოსტიკო კვლევა.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

5. დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:

ა) კომპიუტერული ტომოგრაფია;

ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია;

გ) კორონაროგრაფია – 100%-ით;

დ) ელასტოგრაფია – 100%-ით;

ე) ენცეფალოგრაფია.

6. მოქალაქემ/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-№100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) სოციალურად დაუცველმა – ამონაწერი „სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“  სარეიტინგო ქულის შესახებ;

ზ) ცნობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის  წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

თ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი).


მუხლი 6. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა.

2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ბენეფიციარებსა, რომელთაც ჩაუტარდათ მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია).

3. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1 000 (ათას) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ არ/ან ნაწილობრივ უფინანსდებათ ქირურგიული მკურნალობა.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

6. მოქალაქემ/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-№100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად  მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (გარდა სტუდენტისა) (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ზ) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (საჭიროების შემთხვევაში);    

თ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი).


მუხლი 7. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამა განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო  კვლევების განხორციელების პირობებს. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს მკურნალობის პროცესში დაავადებულ პირთა ჩართვის ხელშეწყობა, სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის აუცილებელი დაავადების სტადიის განმსაზღვრელი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. პროგრამის მოსარგებლეები არიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში  მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“.

3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომელთაც ჩატარებული აქვთ კვლევა ,,C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე) მკურნალობაში ჩართვამდე  და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით  წლიური 500 (ხუთას) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება ღირებულების 30%, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების 70%, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით.

7. მოქალაქემ/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველმა – ამონაწერი „სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზიდან“  სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-№100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა;

ვ) ცნობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ  (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახურის  წერილობითი ინფორმაცია სტატუსის შესახებ);

ზ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ განცხადება-ანკეტა (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებლადაა დარეგისტრირებული. 


მუხლი 8. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მუხლი 9. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 10. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე  ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტი მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით, დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2 000 (ორი ათას) ლარს გარდა:

ა) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებისა –  წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3 000  (სამი ათასი) ლარი;

ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტებისა – წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.

3. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.

4. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.