„ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016364
39
27/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010250020.35.117.016364
„ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 01 აგვისტოს №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016323).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 01 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

„ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების (ტექსტში შემდგომ – საპატიო მოაქალაქის წოდება) მინიჭების/ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძვლებსა და მისი განხილვის წესს.

2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს კონკრეტული დამსახურებისთვის.


მუხლი 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების კანდიდატები
საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე, გააჩნია განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების და ასევე სხვა მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევები.

მუხლი 3. საპატიო  მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხების განმხილველი  სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებისა და საპატიო  მოქალაქის წოდების მინიჭების კანდიდატების შერჩევის წესი
1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის (ტექსტში შემდგომ  – სამუშაო ჯგუფი)  შემადგენლობა და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

2. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან და მასში უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, საზოგადოების წარმომადგენლები.

3. სამუშაო ჯგუფი განიხილავს დოკუმენტებს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების კანდიდატების შესახებ.

4. სამუშაო ჯგუფი კანდიდატისათვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.


მუხლი 4. კანდიდატის დასახელება საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად
1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს;

დ) საზოგადოებრივ გაერთიანებას (გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა (პარტიისა));

ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის არანაკლებ 1%-ს.

2. უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურას წერილობით წარუდგენს სამუშაო ჯგუფს, რასაც თან უნდა ახლდეს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირ(ებ)ის რეკომენდაცია, რომელიც ასახავს საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლსა და დამსახურებას;

ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური ან სხვა სახის მასალები.


მუხლი 5. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. სამუშაო ჯგუფის მიერ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე წარდგენის შემდეგ, კანდიდატმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს  უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, სამუშაო ჯგუფის შესაბამისი  გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

3. პირს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, დაჯილდოების დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საზეიმო ვითარებაში (ან მის გარეშე) გადაეცემა საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დამადასტურებელი სიგელი და მედალი.


მუხლი 6. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა
პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, თუ:

ა) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა;

ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ან/და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;

გ) ჩაიდინა სხვა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.


მუხლი 7. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებები
1. პირისთვის, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, გადასაცემი შესაბამისი სიგელის და მედლის დამზადებას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოფს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, საფინანსო სამსახურთან ერთად.

3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დამადასტურებელ მოწმობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი და იგი დასტურდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.