დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ინსტრუქციისა და უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016371 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ინსტრუქციისა და უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ინსტრუქციისა და უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 05/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016352) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქციისა და უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქცია“ დანართ №1-ის შესაბამისად.“; გ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი“ დანართ №2 -ის შესაბამისად.“; დ) დადგენილების დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქცია“; ე) დადგენილების დანართ №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტის) ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საქმისწარმოების ორგანიზებას და მისი მიზანია მუნიციპალიტეტში საქმისწარმოებასა და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.“; ვ) დადგენილების დანართ №1-ის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დგება ტიპობრივი სახის საქმეთა ნომენკლატურა, „მუნიციპალიტეტის ორგანოების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით“ დადგენილი დოკუმენტების ტიპების მიხედვით.“; ზ) დადგენილების დანართ №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი“; თ) დადგენილების დანართ №2-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს ტაბელი ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების უნიფიცირებული ფორმების დარგობრივი ტაბელის დოკუმენტების სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს.“; ი) დადგენილების დანართ №2-ის მეორე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ბრძანება;“; კ) დადგენილების დანართ №2-ის მეორე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები: „ვ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება; ვ2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული განკარგულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები