„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016372
03
17/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
010250050.35.117.016372
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2018 წლის 17 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 30 ნოემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016350) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 851 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“;

ბ) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

გ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“, დანართის №1 შესაბამისად.“;

დ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ დანართის №2 შესაბამისად.“;

ე) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  ღონისძიებების გეგმის შემუშავება ამ დადგენილების ამოქმედებიდან  1 თვის ვადაში.

2. ეთხოვოს ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა  და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში.“;

ვ) დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ზ) დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე



დანართი №1

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – მუნიციპალიტეტის ორგანოები და კერძო სამართლის იურიდიული პირები) საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების ფორმა და წესი
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება როგორც პროაქტიულად (ელექტრონულ რესურსებზე), ასევე ბეჭდური ფორმით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული  „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომ – ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

4. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ადგილი
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და კერძო სამართლის იურიდიული პირები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.

2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (www.ambrolauri.ge).

3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების შენობებში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტი
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და კერძო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.

2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.



დანართი №2 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ მუნიციპალიტეტის ორგანოები და კერძო სამართლის იურიდიული პირები ) შესახებ

1. ინფორმაციის დასახელება

         განახლების ვადები

1.1

მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების  სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

მუნიციპალიტეტის ორგანოების , მათი სტრუქტურული ერთეულების /ტერიტორიული ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება /წესდება , შინაგანაწესი )

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული სტრატეგიები , კონცეფციები და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

მუნიციპალიტეტის ორგანოების , მათი სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების და მოადგილეების შესახებ ინფორმაცია : სახელი , გვარი , ფოტოსურათი , ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

მუნიციპალიტეტის ორგანოების , მათი სტრუქტურული ერთეულების /ტერიტორიული ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მისამართი , ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი , საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საკონტაქტო ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი        

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების ) სახელი , გვარი , თანამდებობა , სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა , სამსახურებრივი ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები /ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.4

მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

2.5

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37- და მე -40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა .

ქვეყნდება კვარტალურად

3. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი , კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა ), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები , რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

მუნიციპალიტეტის ორგანოებიას და კერძო სამართლის იურიდიული პირებში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით , აგრეთვე გენდერულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების მიერ  განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის , შესყიდვის ობიექტის , შესყიდვის საშუალების , ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

4.3

მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

4.5

მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

4.6

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა

მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში

5.2

მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები

ქვეყნდება კვარტალურად

5.3

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით )

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

5.4

საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში

5.5

ინფორმაცია გაცემული სარგოს , დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად ) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად )

ქვეყნდება კვარტალურად

5.6

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად ) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად ) (ცალ -ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით )

ქვეყნდება კვარტალურად

5.7

მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.9

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.11

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები ) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების , საერთაშორისო ორგანიზაციების , სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები , კრედიტები ) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.13

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ , მათ შორის , გრანტის მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.14

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება კვარტალურად

5.15

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

6. სამართლებრივი აქტები

6.1

ნორმატიული აქტები , რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ორანოებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

6.2

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები , რომლებიც , მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით , საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

7. საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიგანსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

7.1.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს , მუნიციპალიტეტის        საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს , სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

7.2

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები       

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

7.3

დასახლების საერთო კრების ოქმები

მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში

7.4

ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის , დროისა და ადგილის შესახებ

ინფორმაციის რეგისტრაციიდან  3დღის ვადაში

7.5

მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

7.6

პეტიცია

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

7.7

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

8. სხვა საჯარო ინფორმაცია

8.1

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სერვისების შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

8.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების , ტარიფებისა და საფასურების შესახებ , რომლებიც დადგენილია ან /და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 

შენიშვნა : კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში , თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან , ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში .