ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016389
20
31/01/2018
ვებგვერდი, 08/02/2018
010250050.35.117.016389
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პრინციპების, ამოცანებისა და პროცედურების დადგენის გზით  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება), „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,  ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის  მიზანია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად;

ბ) შეფასება – დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად;

გ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად;

დ) სტრუქტურული ერთეული – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც საკუთარი დებულებისა და წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას;

ე) შუალედური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა) განხორციელებული მონიტორინგი;

ვ) წლიური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი;

ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან;

თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები;

ი) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი - სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები;

კ) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი - სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები;

ლ) აქტივობა – ქმედება, რომლიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას;

მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა;

ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სამსახურთან შეთანხმებული ყოველწლიური ოპერატიული დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, შესრულების მაჩვენებლებს, აქტივობებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს;

ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას;

პ) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან კომუნიკაცია;

ჟ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული ანკეტის გამოყენებით განხორციელებული შემოწმება,  რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკური რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს;

რ) ინტერდისციპლინური გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი გუნდი, რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმეტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის, მონიტორინგის გუნდის) განვითარებას;

ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შემქნილი,   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას.


მუხლი 3. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების  განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთი და იმავე პრინციპებს.

2. მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია:

ა) ინფორმაციის  ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა - მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის ის გასაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი, როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისათვის;

ბ) განხორციელებადობა - მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული;

გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა - მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება  ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით;

დ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა - მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები  ეფუძნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;

) ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება - მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება.


მუხლი 4. მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები
მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია:

ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით;

ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით;

გ) მოხდეს დაწესებულებისათვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით;

დ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ;

ე) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების  რეალისტურობასა და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის ფინანსური რესურსების) განსასაზღვრად;

ვ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად;

ზ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა  უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.


მუხლი 5. მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეული.

2.  მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცესის უზრუნველსაყოფად სტრუქტურულმა ერთეულმა  უნდა შექმნას სათანადო კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე პირებით დაკომპლექტებული მონიტორინგის გუნდი და ინტერდისციპლინური გუნდი.

3. მონიტორინგის გუნდი, ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას;

4. ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს:

ა) მონიტორინგის ინსტრუმენტის  შემუშავებას, პილოტირებას, ვალიდაციას;

ბ) მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის;

გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების  და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას.

5. ინტერდისციპლინური გუნდის წევრები და მონიტორინგის გუნდის წევრები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.


მუხლი 6. მონიტორინგის გუნდი
1. სტრუქტურული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.

2. მონიტორინგის გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი  მონიტორინგის  მიზნებისთვის:

ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში;

ა.ბ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში;

ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის:

ბ.ა) დადასტურებული განათლება  არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში;

ბ.ბ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში;

ბ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;

გ)   ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის:

გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით;

გ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში;

გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;

დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის:

დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით;

დ.ბ) არანაკლებ 1-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში;

დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა.

3. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

4.  მონიტორინგის გუნდი ვალდებულია, გაიაროს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული გადამზადება და სამუშაოს პირველ წელს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზია.


მუხლი 7. ინტერდისციპლინური გუნდი
1. სტრუქტურული ერთეული ქმნის ინტერდისციპლინურ გუნდს, რომელიც ახორციელებს:

ა) მონიტორინგის ინსტრუმენტის  შემუშავებას, პილოტირებას, ვალიდაციას;

ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების  და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას;

გ) მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის.

2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის, აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:

ა.ა) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში;

ა.ბ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში;

ა.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;

ა.დ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);

ა.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:

ბ.ა) დადასტურებული განათლება  არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში;

ბ.ბ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში;

ბ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;

ბ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად);

ბ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:

გ.ა) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით;

გ.ბ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში;

გ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;

გ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად);

გ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის:

დ.ა) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით;

დ.ბ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა, სარეკომენდაციო წერილი და სხვა) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში;

დ.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა;

დ.დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად);

დ.ე) კვლევის ან/და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.


მუხლი 8. მონიტორინგის პროცედურები
1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ორჯერ, სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით.

 2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე.

3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.

4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით.

5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე/შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში.

6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, არის წინა წელს დაფიქსირებული შესრულების დონე, წარსული შესრულება, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ.

7. ინტერდისციპლინური გუნდი, მისი დაკომპლექტებიდან  3 თვის ვადაში, მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება,) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტრუმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას, რომლებსაც ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

8. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პილოტირება და ვალიდაცია ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან  5 თვის განმავლობაში.

 9. მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნიდან პირველ წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი  მხარდამჭერი  სუპერვიზიის  გზით.

 10. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება უნდა მოხდეს მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ, უშუალოდ მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, ხოლო მხარდამჭერი სუპერვიზია – უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში.

11. საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულს  მონიტორინგის განხორციელებამდე  2 კვირით ადრე ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები.


მუხლი 9. მონიტორინგის ანგარიშგება
1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად, წელიწადში ორჯერ.

2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზების პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.

3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს.

5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა  (არაუმეტეს 15 დღისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

6. სტრუქტურული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 10. შეფასების პროცედურები
1. შეფასება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად ავტორიზაციის მინიჭებიდან 4 წელიწადში ერთხელ.

2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოვოს, ან დაავიწროვოს  შეფასების მასშტაბები. შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ-ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე.

3. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას,  კერძოდ:  შეიმუშავებს შეფასების ინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას. შეფასების პროცესში ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პილოტირება, ვალიდაცია - ავტორიზაციის გავლიდან მე-3 წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში;

ბ) შეფასების განხორციელება - ავტორიზაციის გავლიდან მე-4 წლის განმავლობაში.

4. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: დაკვირვება, გასაუბრება, ჩეკლისტით შემოწმება;

5. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას.

6. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს  დაწესებულებების შეფასებას.

7. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია, დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ, მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომდგენლები შეფასების პროცესში.


მუხლი 11. შეფასების ანგარიშგება
1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება შეფასების ანგარიშის ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს.

2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.

3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მხრივ.

4. შეფასების შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5. სტრუქტურული ერთეული, შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 2 თვისა დაწესებულებას წარუდგენს შეფასების შედეგებს, ხოლო შეფესების კონსოლიდირებულ ანგარიშს დაწესებულებების შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, -  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერს წერილობითი ფორმით.