ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016390
21
31/01/2018
ვებგვერდი, 08/02/2018
010250050.35.117.016390
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია სკოლამდელი განათლების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების (შემდგომში – მომსახურება) და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების  პრინციპების, ამოცანების და პროცედურების დადგენის გზით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება) კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.

2. დაწესებულების მიერ შიდა მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება რეგულარულად და პერიოდულად,  მომსახურების მიწოდების პარალელურად.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) შიდა მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს და რომლის მიზანია დაწესებულების მიერ რწმუნების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულებაში მომსახურების მიწოდება ხდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომში – კანონი) და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ასევე, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

ბ) თვიური შიდა მონიტორინგი – დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ყოველთვიური მონიტორინგი, რომლის მიზანია დაწესებულების ადმინისტრაცია ყოველთვიურად  ფლობდეს ინფორმაციას დაწესებულების სამოქმედო გეგმით სასწავლო-სააღმზრდელო წლის კონკრეტულ თვეში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების და შესაბამისი აქტივობების შესრულების შესახებ. გარდა ამისა თვიური შიდა მონიტორინგის მიზანია გამოავლინის მომსახურების პროცესში წარმოჩენილი საჭიროებები, გამოწვევები, რაც აფერხებს სამიზნე მაჩვენებლის და შესაბამისი აქტივობების შესრულებას და მოახდინოს შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება;

გ) შუალედური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში  განხორციელებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების შესახებ  ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების შუალედური სინთეზი და განსაზღვრული რეკომედაციების გათვალისწინებით მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება (რა შესრულდა, რა ვერ სრულდება, რა მიზეზით და ა.შ.);

დ) წლიური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც წარმოადგენს ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების წლიურ სინთეზს და რომლის დროსაც ხდება არსებული რეკომედაციების გათვალისწინებით მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება (რა შესრულდა, რა ვერ სრულდება, რა მიზეზით და ა.შ.);

ე) შეფასება − მომსახურებისა და დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულების არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება, ასევე, დაწესებულების მიერ, დამფუძნებელთან კოორდინაციით, სათანადო ქმედებების განსაზღვრა შემდგომში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ვ) ანგარიშგება − შიდა მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარმოჩენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად;

ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან;

თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის, პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები;

ი) სამიზნე მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები;

კ) შესრულების მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მიღწეული შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული  შედეგები;

ლ) აქტივობა – ქმედება, რომლიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას;

მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა;

ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური ოპერატიული დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, შესრულების მაჩვენებლებს, აქტივობებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს. სამოქმედო გეგმა ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს;

ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული დაწესებულების თანამშრომლის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას;

პ) გასაუბრება – დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული დაწესებულების თანამშრომელის მიერ შიდა მონიტორინგის დროს გამოყენებული მეთოდი, -  საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან განხორციელებული კომუნიკაცია;

ჟ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარშემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს. აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს;

რ) სტრუქტურული ერთეული – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც საკუთარი დებულების შესაბამისად ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას.


მუხლი 3. შიდა მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპები
1. მომსახურების მიწოდების დაგეგმვა და შიდა მონიტორინგის და შეფასების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს.

2. შიდა მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია:

ა) ინფორმაციის  ვალიდურობა (შესაბამისობა) და სანდოობა – შიდა მონიტორინგის და შეფასების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას, რის შესამოწმებლადაც არის ის განსაზღვრული, არის სანდო და გამოსადეგი როგორც დაწესებულებისათვის, ასევე დამფუძნებლისათვის;

ბ) მართვის განუყოფელი ნაწილი – შიდა მონიტორინგის და შეფასების პროცესი დაგეგმილია და ხორციელდება ისე, რომ მიღებული ინფორმაცია მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების შესახებ ეხმარება დაწესებულებას ეფექტიანად და გაუმჯობესებულად განაგრძოს საქმიანობა სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში;

გ) ობიექტურობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი, შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება  ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით;

დ)ანონმდებლობასთან შესაბამისობა – შიდა მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები  ეფუძნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;

ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა – მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება.


მუხლი 4. შიდა მონიტორინგის და შეფასების ამოცანები
დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების ამოცანებია:

ა) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

ბ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

გ) მოხდეს დაწესებულების მიერ დროული და კონკრეტული ნაბიჯების  გადადგმა მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით;

დ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის შესახებ;

ე) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები დაწესებულების თანამშრომელთა  უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

ვ) უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულების მიერ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავება;

ზ) დამფუძნებელთან თანამშრომლობით მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალუდური ანალიზი, რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების რეალისტურობასა და განხორციელებადობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის ფინანსური) განსასაზღვრად;

თ) მოხდეს შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე წარმატებული პრაქტიკის ან პრობლემური შემთხვევების წარმოჩენა და  უფლებამოსილი სუბიექტებისთვის გაზიარება გაანალიზების მიზნით.


მუხლი 5. შიდა მონიტორინგის პროცედურა
1. შიდა მონიტორინგი ხორციელდება დაწესებულების მიერ  ყოველთვიურად. მიღებული ინფორმაცია აისახება თვიური  შიდა მონიტორინგის ფორმაში, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, აქტივობებს, შესრულების მაჩვენებლებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს.

2. სასწავლო სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში და წლის ბოლოს ხორციელდება მოცემული პერიოდისათის არსებული შედეგების სინთეზი, რაც აისახება  შუალედური შიდა მონიტორინგის და წლიური შიდა მონიტორინგის ანგარიშში.

3. დაწესებულება ახორციელებს შიდა მონიტორინგს დაწესებულების მიერ დადგენილი გეგმის და დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის  გათვალისწინებით.

4. შიდა მონიტორინგის განხორციელების დროს დაწესებულება იყენებს შიდა მონიტორინგის ფორმას, რომელსაც დაწესებულება თავად ქმნის სამოქმედო გეგმაზე დაფუძნებით, დაკვირვების, გასაუბრების და აღნიშვნის ფურცლით შემოწმების მეთოდების გამოყენებით.

5. დაწესებულება, შიდა მონიტორინგის შედეგად, ახორციელებს ავტორიზაციის პირობების შესრულების შიდა დადგენილ საფეხურებთან მიმართებაში პროგრესის გამოვლენას.

6. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შიდა დადგენილი საფეხურებია:

ა) პირველი საფეხური – დაწესებულება საჭიროებს ძირეულ გაუმჯობესებას ავტორიზების პირობების შესრულების მიზნით. კერძოდ, საბაზისო მაჩვენებელი აკმაყოფილებს ავტორიზების პირობებს, ისე რომ მიენიჭა პირობითი ავტორიზაცია ერთი წლით,  მაგრამ დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები არის მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია მუნიციპალიტეტის მონიტორინგის შედეგად;

ბ) მეორე საფეხური – დაწესებულება დგას ავტორიზების პირობების შესრულების გზაზე; კერძოდ, საბაზო მაჩვენებელი არ აკმაყოფილებს ავტორიზების პირობებს, მაგრამ დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები აქვს გადაჭარბებით მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია მუნიციპალიტეტის მონიტორინგის შედეგად;

გ) მესამე საფეხური – დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზების პირობების მინიმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, საბაზისო მაჩვენებელი  აკმაყოფილებს ავტორიზების მინიმალურ პირობებს და დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში გასაზღვრული ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები არის მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია მუნიციპალიტეტის მონიტორინგის შედეგად;

დ) მეოთხე საფეხური – დაწესებულება ასრულებს ავტორიზაციის პირობებს;

ე) მეხუთე საფეხური – დაწესებულება საუკეთესოდ ასრულებს ავტორიზაციის პირობებს. კერძოდ, საბაზისო მაჩვენებელი  აკმაყოფილებს ავტორიზების პირობებს მინიმუმზე მეტად და დაწესებულების განვითარების სამოქმედო გეგმაში გასაზღვრული ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები არის სრულად მიღწეული, წარმოდგენილია შიდა მონიტორინგის შედეგებით და დადასტურებულია მუნიციპალიტეტის მონიტორინგის შედეგად.

7. საფეხურიდან საფეხურზე პროგრესს დაწესებულება ასახავს შიდა მონიტორინგის ანგარიშში.

8. დაწესებულების ადმინისტრაცია შიდა მონიტორინგის ფორმასა და ანგარიშში ასახავს რეკომენდაციებს შემდგომი თვისათვის დაწესებულების  სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესასრულებლად გამოვლენილი საჭიროებების და გამოწვევების დასაძლევად.

9. დაწესებულების მიერ შუალედური მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება სრულდება მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ მონიტორინგამდე ორი კვირით ადრე.

10. დაწესებულების მიერ შუალედური და წლიური შიდა  მონიტორინგის ანგარიშის სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა ხდება  სტრუქტურული ერთეულის მიერ დაგეგმილ მონიტორინგამდე ორი კვირით ადრე, რათა შესაძლებელი გახდეს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს დაწესებულების მიერ განხორციელებულ შიდა მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება.

11. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მონიტორინგისა და შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ აცნობოს სტრუქტურულ ერთეულს.


მუხლი 6. შეფასების პროცედურა
1. დაწესებულების მიერ განხორციელებული შეფასების პროცესი არის სტრუქტურული ერთეულის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული შეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილი.

2. დაწესებულება უფლებამოსილია, დაგეგმოს და განახორციელოს თვითშეფასება ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებიდან და/ან ტექნიკური რეგლამენტებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესაბამისად.

3. დაწესებულებას წვლილი შეაქვს სტრუქტურული ერთეულის მიერ დაწესებულების შეფასების ინსტრუმენტის შექმნაში და თანამშრომლობს მასთან შეფასების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.


მუხლი 7. შიდა მონიტორინგსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი
1. დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების შიდა მონიტორინგისა და  შეფასების განხორციელებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.

2. დაწესებულება უფლებამოსილია მოიწვიოს საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე პირი, რომელიც დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს დაწესებულებას ხარისხიანი შიდა მონიტორინგის და შეფასების ფორმის შემუშვებასა და შესრულებაში.


მუხლი 8. საკონსულტაციო საბჭოს როლი მონიტორინგისა და შეფასების პროცესში
1. დაწესებულების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულია დაწესებულების საკონსულტაციო საბჭო.

2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია შიდა მონიტორინგის და შეფასების შედეგები გაუზიაროს დაწესებულების საკონსულტაციო საბჭოს და შექმნას პიროებები უკუკავშირის მისაღებად.