ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016392
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2018 - 10/12/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალი.

მუხლი 2. სტანდარტის რეგულირების სფერო
სტანდარტი, პერსონალის კლასტერის მიხედვით განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებს.

მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეული კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა და უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილებების წარმატებით განხორციელებისთვის. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოსა და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის  (ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში) აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;

გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: საგანმანათლებლო პროცესი, სტრატეგიული მართვა, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;

დ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;

ე) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;

ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;

თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი პერსონალი არის აღმზრდელ-პედაგოგი, რომლის პროფესიულ სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი;

ი) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, ჯგუფის ასისტენტი და ა.შ.);

კ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ.);

ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობა არის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;

მ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,  მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;

ნ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;

ო) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დაწესებულების სივრცეში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;

პ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;

ჟ) მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში (შენობაში, ეზოში) არსებული მცენარეების მოვლას;

რ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;

ს) თემი – ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და ღირებულებითი იდენტიფიკაცია გააჩნიათ;

ტ) საგანმანათლებლო პროგრამასასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.


თავი II
დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა

მუხლი 5. დაწესებულების  პერსონალის შემადგენლობა
1. დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ჯგუფს (კლასტერი):

) ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა.ა) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;

ა.ბ) სტრატეგიულ მართვაზე;

ა.გ) მატერიალური რესურსების მართვაზე;

ა.დ) ადამიანური რესურსების მართვაზე;

ბ) საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ბ.ა) აღმზრდელ-პედაგოგი;

ბ.ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი;

ბ.გ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი;

) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი;

)  ტექნიკური პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

დ.ა) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.ბ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.გ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.დ) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ.ე) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.

2. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით,  შესაძლებელია, სხვადასხვა კლასტერში მითითებულ რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებაში და ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კლასტერებში მითითებულ სტანდარტებს. დაწესებულების ფუნქციებიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება აყვანილ იქნეს სხვა პერსონალი, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ მუხლში.

3. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.


თავი III
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები

მუხლი 6. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება; 

ბ) არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების, ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.

2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ვ) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;

ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

თ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;

ი) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;

კ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ლ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;

ბ) გუნდური მუშაობა;

გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;

დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;

ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;

ვ) ეფექტური კომუნიკაცია;

ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;

თ) პოზიტიური გაძღოლა;

ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება; 

კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;

ლ) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;

მ) ადამიანური რესურის მართვა.


მუხლი 7. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. სტრატეგიულ მართვაზე  პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების ან მენეჯმენტის დარგში;

ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;

ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;

გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;

დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები.

ე)  ადრეული განათლების პრინციპები;

ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;

გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;

დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;

ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;

ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;

ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება.


მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდანდარტები
1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს  აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში;

ბ) ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2.  ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;

ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;

გ) ფინანსური რეგულაციები;

დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

3. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;

ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;

გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

დ) შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;

ე) ქონების ინვენტარიზაცია;

ვ) სახელფასო უწყისის წარმოება;

ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა.


მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება; 

ბ) ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) ლიდერობის თანამედროვე თეორიები;

ბ) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;

გ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;

დ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი – საქართველოს შრომის კოდექსი:

ზ) დაწესებულების თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობები;

თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.

3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;

ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა;

გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;

დ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;

ვ) პერსონალის სამსახურეობრივი მოვალეობების დადგენა.


თავი IV
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები

მუხლი 10. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 11. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების, ფსიქოლოგიის, ჯანმრთელობის მეცნიერებების დარგში ან/და შესაბამისი პროფესიული განათლება;

ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ადრეული განათლების პრინციპები;

გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;

ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;

ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;

თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;

ი) საგნობრივი დისციპლინები;

კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახემწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;

ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;

მ)იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;

ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული;

ო) გუნდური მუშაობის პრინციპები.

3. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:

ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

ბ) ოჯახთან თანამშრომლობა;

გ) გუნდში მუშაობა;

დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;

ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;

ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ზ) ბავშზე დაკვირვება და შეფასება;

თ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან მისი პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;

ი) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;

კ) იყოს თვითრეფლექსური.


მუხლი 12. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:

ა) დაკავებუილი პოზიციის შესაბამის დარგში უმაღლესი აკადემიური განათლება;

ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;

გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;

დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;

ე) ადრეუული განათლების პრინციპები;

ვ) მისი პოზიციიდან შესაბამისად იცის დაკვირვებისა და შეფასების ინსტურმენტები და შესაბამისი ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;

ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;

თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის  სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ;

ი) თემში არსებული რესურსის შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.

2. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:

ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;

ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;

გ) პოზიტიურ აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების  სტრატეგიების გამოყენება;

დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობისას;

ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;

ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული დახმარების ფორმები და გზების განსაზღვრა;

ზ) ინტერვენციების განხორციელება ინდივიდუალურად ან/და მცირე ჯგუფებში ბავშვის ჯგუფის ძირითად ოთახში;

თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;

ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღების კუთხით;

კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლებასთან დაკავშირებით;

ლ) ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება;

მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საჭიროებების თანხვედრა სოციალური მოდელის მიხედვით.


თავი V
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები

მუხლი 13. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:

ა) უმაღლესი აკადემიური განათლება სამედიცინო დარგში;

ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:

ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;

ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;

გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;

დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;

ვ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები; 

ზ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;

თ) სანიტარია-ჰიგიენის ტექნიკური რეგლამენტი;

ი) კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:

ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული  ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;

გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;

დ)ბავშვებისა და პერსონალის  სამედიციო დოკუმენტაციის წარმოება;

ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;

ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;

ზ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.

თ) „დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება.


მუხლი 14. ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალის პროფესიული სტანდარტები

კვალიფიკაცია და გამოცდილება

1. ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალს აქვს:

ა) მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) სასურველია ჰიგიენის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

2.   ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალმა იცის:

ა) წყლის, ჰიგიენა-სანიტარიის ტექნიკური რეგლამენტი;

ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;

გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.

3. ჰიგიენის უზრუნველყოფის პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.


მუხლი 15. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ  პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში;

ბ) კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2  წლის გამოცდილება.

2. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;

ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;

გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;

დ) მენიუს შედგენის წესი;

ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;

ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;

ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;

თ) კვების ტექნიკური რეგლამენტი.

3. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;

ბ) მენიუს შედგენა;

გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;

დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;

ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.


თავი VI
ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები

მუხლი 16. ჯგუფის დამხმარე პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ჯგუფის დამხმარე პერსონალს აქვს სრული ზოგადი განათლება.

2. ჯგუფის დამხმარე პერსონალმა იცის:

ა) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;

ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

გ) გუნდური მუშაობის პრინციპები.

3. ჯგუფის დამხმარე პერსონალს შეუძლია:

ა) საგანმანათლებლო პერსონალის დახმარება საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში;

ბ) გუნდში მუშაობა;

გ) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.


მუხლი 17. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.

2. ჰიგიენაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;

გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.

3. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ- ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.


მუხლი 18. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში და კვების ობიექტზე, ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;

ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;

გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;

დ) მენიუს შედგენის წესი;

ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;

ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;

ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;

თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;

3. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;

ბ) მენიუს შედგენა;

გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;

დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;

ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;

ვ) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.


მუხლი 19. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;

ბ) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

2. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;

ბ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები.

3. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება;

ბ) მისი პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამისი ტექნიკის გამოყენება.


მუხლი 20. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული  სტანდარტები
1. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

 ა) სრული ზოგადი განათლება;

 ბ) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

2. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) მატერიალური რესურსის/პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლები;

ბ) დაწესებულების მატერიალური რესურსის/პროდუქტის დაცვის პრინციპები;

გ) ინვენტარიზაციის პრინციპები.

3. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) აღრიცხოს და გასცეს დაწესებულების მატერიალური რესურსი/პროდუქტი;

ბ) აღრიცხოს გაცემული მატერიალური რესურსის/პროდუქტების რაოდენობა და აწარმოოს ნაშთის აღრიცხვა.


თავი VII
მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები

მუხლი 21. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) პროფესიული განათლება აგრარულ დარგში;

ბ) მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

2. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:

ა) მცენარეთა დაცვის/მოვლის საკითხები;

ბ) ალერგიული და მავნე მცენარეების შესახებ.

3. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულებაში გამწვანებასა და სისუფთავეზე ზრუნვა;

ბ) ეზოს ნარგავების მოწესრიგება, გასხვლა, გამარგვლა;

გ) ეზოს ლანდშაფტის დიზაინის შექმნა საგანმანათლებლო პერსონალთან თანამშრომლობით.


მუხლი 22. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:

ა) მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის

ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;

ბ) საევაკუაციო გეგმა;

გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.

2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:

ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;

გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

დ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად;

ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;

ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.


თავი VIII
პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა

მუხლი 23. პერსონალის ღირებულებები
1. პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ.

2. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას.

3. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის.

4. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

5. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

6. უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული.

7. პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია.

8. პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ინდივიდუალური ბავშვის კეთილდღეობა და განვითრებაა.


მუხლი 24. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
1. პერსონალი იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასთან და  კვებასთან  დაკავშირებულ  სტანდარტებსა და რეგულაციებს.

2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო გარემოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობისთვის.

3. პერსონალი პირადი მაგალითით ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების  ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას.

4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და იცის როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება.  

5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ.

6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს.

7. პერსონალი პირადი მაგალითით ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს.


თავი IX
პერსონალის პროფესიული გარემო

მუხლი 25. ურთიერთობა
1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვების ოჯახებთან და სხვა სუბიექტებთან.

2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტური  თანამშრომლობის   ფორმები.

3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

4. პერსონალი ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.

5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც კოლეგებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისას.

6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალურობას.

7. პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.


მუხლი 26. პროფესიული განვითარება
1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს.

3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობა, განაახლოს

4. პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა. 

5. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების გასავითარებლად. 

6. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით.

7. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა.


თავი X
პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა

მუხლი 27. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა
1. პერსონალი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფს მრავალფეროვნების პატივისცემას და თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვას.

2. პერსონალი პატივს სცემს და  საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით.

3. პერსონალი დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.

4. პერსონალი საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.