ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016378
09
31/01/2018
ვებგვერდი, 07/02/2018
200130000.35.117.016378
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს  საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 203-ე მუხლის, 204-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):

ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა-ზე 16 ლარი;

ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა-ზე 10 ლარი;

გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწისათვის – 1 ჰა-ზე 3 ლარი;

დ) სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწებისათვის  – 1 ჰა-ზე 61 ლარი.

2. ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობა.

მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის  ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 3
გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის №01 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 28/01/2016; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.117.016283);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 06/03/2015; სარეგისტრაციო კოდი: 200140020.35.172.016077).

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე