ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016382
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
მუხლი 2
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი – ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის განაკვეთები, დანართის №1 შესაბამისად.
მუხლი 3
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შესაბამისი ზონის მიხედვით, დანართის №2 შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 05/02/2015; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.172.016070);

ბ) „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 13/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.117.016215).

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი №1

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1. ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3 ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2 ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5 ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებული ქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. ამ მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.


მუხლი 2. ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისათვის
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 %-ით;

ბ)100 000 (ასი ათასი) ლარის ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ით.



დანართი №2

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შესაბამისი ზონის მიხედვით

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1მ2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონების დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1მ2-ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ2-ზე (3X4)

1

2

3

4

5

 

1

ქ. ამბროლაური

0,5

0,24

0,12

2

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები

0,25

0,24

0,06

3

სოფლებს შორის არეალი

0,12

0,24

0,03

4

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები

0,3

0,24

0,072

 


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.