ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016387
18
31/01/2018
ვებგვერდი, 08/02/2018
010250050.35.117.016387
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების  წესი“, დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №50 დადგენილება  „ქალაქ  ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე  ვაჭრობის  და  ბაზრობების  რეგულირების  შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 03/12/2014 წ; სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.172.016050).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი
ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესი 

მუხლი 1. რეგულირების სფერო 
წინამდებარე წესი არეგულირებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური, თუ იურიდიული პირის, ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში, ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის და ბაზრობების ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.

მუხლი 2. გარე  ვაჭრობა 
გარე  ვაჭრობად ითვლება:

 ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება, ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);

ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური, თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;

გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;

დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.

ე) თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში, ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.


მუხლი 3. გარე ვაჭრობის  და ბაზრობების რეგულირების მიზანი
წინამდებარე წესის მიზანია:  

ა)  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ)  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის ინტერესების დაცვა.


მუხლი 4. გარე ვაჭრობის  და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა  
1.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე;  

2. გარე ვაჭრობის და ბაზრობების ადგილებისა და გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.

3. გარე ვაჭრობის და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.

4. თუ გარე ვაჭრობის და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის და ბაზრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის  და ბაზრობის ადგილად.


მუხლი 5. გარე ვაჭრობის და ბაზრობების  ორგანიზება   
1. გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.   

2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით,  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.

4. აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.

5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:

ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;

ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;

გ) ყვავილები;

დ) ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);

ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).

6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:

ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;

ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);

გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);

დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.


მუხლი 6. გარე ვაჭრობის და ბაზრობების  კონტროლი 
1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და  ინფრასტრუქტურის სამსახური.