ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016388
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
31/01/2018
ვებგვერდი, 08/02/2018
010250050.35.117.016388
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2018 - 17/02/2020)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება, დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 თებერვლის №07 დადგენილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 20/02/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016163).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

 საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება


მუხლი 1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. 
მუხლი 2
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 
მუხლი 3
1. საბჭო შედგება 13  (ცამეტი) წევრისაგან.

2. საბჭოს წევრთა შემადგენლობას ამტკიცებს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.

3. საბჭოს თავმდჯომარეა  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

5. საბჭოს შემადგენლობაში გარდა თავჯდომარისა და მოადგილისა შედიან:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის  ხელმძღვანელი;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის   საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის  ხელმძღვანელი;

ვ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი;

ზ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

თ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;

ი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილების ხელმძღვანელი;

ლ) ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის   ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი.

6. საბჭოს შემადგენლობაში შედის მდივანი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ხმათა უმრავლესობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან.

7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

8. განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან  გამომდინარე, საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლების გარეშე.

მუხლი 4
საბჭოს ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;

ბ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ;

გ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;

დ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;

ე) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;

ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე.

მუხლი 5
საბჭოს ფუნქციებია:

ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან  ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;

გ) შშმ პირებთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

დ) შშმ პირებთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;

ე) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

ვ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

მუხლი 6
საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;

ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;

გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;

დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებას,   რომელიც ფორმდება სხდომის ოქმის სახით.

ვ) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და მდივანზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.

მუხლი 7
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

 

მუხლი 8
საბჭოს მდივანი:

ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;

ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;

გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

დ) აწარმოებს საბჭოს სხდომების სამოქმედო დოკუმენტაციას;

ე) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 9
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც  მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების ან დასკვნისგან.

ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;

გ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;

ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.

3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების  განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო  ან  უწყებრივი  დაინტერესება  საბჭოში  განსახილველ  საკითხთან დაკავშირებით.

4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია თუ:

ა) გარდაიცვალა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ)  შეუწყდა საკრებულოს  წევრობისა და  მერიის  თანამდებობის პირის უფლებამოსილება, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა  სამსახურიდან.

მუხლი 10
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

4.საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.

5.საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.

6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საკითხი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

8.საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მუხლი 11
1. საბჭო გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ორჯერ წარუდგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, წინასწარ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.