„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016432
13
05/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
010250020.35.162.016432
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №13

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, 010250020.35.162.016417) შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მერიის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“

2. მერიის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.

3. მერიის დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“.

4. მერიის დებულების მე-6  თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი VI

მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება“

5. მერიის  დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6.მერიის  დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერის/მერიის უფლებამოსილება, შეიმუშაოს  სამართლებრივი აქტების პროექტები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საკრებულოს;“

7. მერიის  დებულების 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“განსაზღვრული წესით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე განისაზღვრება მერის ბრძანებით.“.

8. მერიის  დებულების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.“.

9. მერიის დებულების 42-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. მოხელის შრომის ანაზღაურება“

10. მერიის დებულების 42-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან    გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.

3. მოხელის შრომის ანაზღაურება.მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

4. მოხელეთა შრომის ანაზღაურების .ფონდის ფორმირების წყაროა  შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

5. შრომის ანაზღაურება მოხელეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“.

11.  მერიის დებულების 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12.  მერიის დებულების 44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი