ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.016401
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/09/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016002);

ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/09/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016004);

გ) „ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/11/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040090000.35.117.016012);

დ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №33 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 11/11/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.117.016013);

ე) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/12/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140060000.35.117.016030);

ვ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №51 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/12/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140060000.35.117.016031);

ზ) „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/01/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.117.016037);

თ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21/03/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040090000.35.117.016040);

ი) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/04/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.117.016047);

კ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/04/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.117.016048);

ლ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/05/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.117.016054);

მ) „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 ოქტომბრის №34 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/10/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 330010040.35.117.016067);

ნ) „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 ოქტომბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/10/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.117.016068);

ო) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 ოქტომბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/11/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016070);

პ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №45 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/12/2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016078);

ჟ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №01 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/02/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016085);

რ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/02/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.117.016089);

ს) „ქალაქ ამბროლაურის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 მარტის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/03/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 370070000.35.117.016091);

ტ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 მარტის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/03/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016095);

უ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე  ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/03/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200140020.35.117.016106);

ფ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასაცემი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/04/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 330010040.35.117.016108);

ქ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/04/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016109);

ღ) „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/04/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 210020030.35.117.016111);

ყ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 აპრილის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/05/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016113);

შ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 08 მაისის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 16/05/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.117.016116);

ჩ) „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ივლისის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/07/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016123);

ც) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/11/2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016127);

ძ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 მარტის №06 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/03/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310090000.35.117.016136);

წ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 აპრილის №08 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/04/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016138);

ჭ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების  დამტკიცების  შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ივნისის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/06/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016145);

ხ) „სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითებისა და დადგენილების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/09/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 330010040.35.117.016152);

ჯ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 31/12/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016162);

ჰ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/12/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.117.016163);

1) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №04 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/02/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016167);

2) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/03/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.117.016172);

3) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/ და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/02/2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.172.016125).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.