ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016397
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
23/02/2018
ვებგვერდი, 05/03/2018
010250050.35.117.016397
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2018 - 16/04/2021)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი  №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს „საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში“ დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge;  15/04/2015 წ; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.117.016255);

ბ)„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/07/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016091).

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე



დანართი  №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე.

2. წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.


მუხლი 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების ძირითადი პრინციპები 
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,  შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.

2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.

3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.

4. ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება განხორციელდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანების საფუძველზე.

5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო სამსახურის (შემდგომში – საფინანსო სამსახური) მიერ.

6. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;  

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მოამზადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

გ) მოამზადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე,  შესაბამისად ბიუჯეტის სარეზერვო ან  წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების  ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.

7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას ახორციელებს საფინანსო სამსახური.


მუხლი 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება  
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ  წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო სამსახურში  უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ასიგნებების გადანაწილების შესახებ მერის ბრძანების პროექტს.

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

6. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საფინანსო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში საფინანსო სამსახური უფლებამოსილია მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

7. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.

8. საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე. გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.

9. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საფინანსო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი  და ამავე სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.

10. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

11. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.



დანართი №2
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა

20 __  წლის  „___“  _________

 

 

___________________________________________________________

( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)

 

______________________________________________________________________________

(ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)

 

20 __  წლის  „___“   _________

 

         _____________________________________________________________________

(ცვლილების შინაარსი

 

                                                                   (ლარებში)

პროგრამული

კოდი

პროგრამა/ქვეპროგრამა

საბიუჯეტო კლასიფიკაციის

მუხლი

ცვლილების თანხა +/-
(
გადიდებული, შემცირებული)

წლიური

გეგმა

 

მათ შორის: კვარტალების მიხედვით

I

II

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაფარვის ან მიმართვის წყარო

1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან

2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან

3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა

4. დანარჩენი ცვლილება

 

საფინანსო სამსახურის უფროსი

საბიუჯეტო განყოფილების უფროსი:

პასუხისმგებელი შემსრულებელი:


დანართი №3
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში

მუხლი 1
1. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომ – (ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე.

2. ა(ა)პის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში.

3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ა(ა)იპი მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნას, ასიგნებების გადანაწილებაზე, სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მოთხოვნას შესასრულებლად გადასცემს საფინანსო სამსახურსა და ამ ა(ა)იპ-ზე კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს:

ა) პირველად სტრუქტურულ ერთეულს – სოციალური  და ჯანდაცვის სამსახურს;

ბ) პირველად სტრუქტურულ ერთეულს – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს;

გ) პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს.

5. საფინანსო სამსახური,  მოთხოვნის წარმდგენ ა(ა)იპ-ზე კონტროლის განმახორციელებელი სამსახურის წერილობითი ინფორმაციის გათვალისწინებით, ამზადებს მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს.

6. ის ა(ა)იპი, რომელიც თავად წარმოადგენს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად.

7. კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).

8. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ა(ა)იპ(ებ)ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები.

2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.