ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016402
33
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010250050.35.117.016402
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 99-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №59 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 04/12/2014 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016237).

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 04/11/2014 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016043).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსების მიზნით შექმნილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდის) ხარჯვის მექანიზმს.

2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.

3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) სარეზერვო ფონდის გაზრდა.

4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (გარდა პროცენტისა) ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.


მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვა
სარეზერვო ფონდიდან, ამ წესის შესაბამისად, ფინანსდება:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;

ბ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულების ხარჯი;

გ) წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხლის, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი;

დ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ, მძიმე ან/და გადაუდებელ შემთხვევებთან (მათ შორის, სარიტუალო მომსახურებასთან) დაკავშირებული ხარჯი;

ე) რომელიმე მუხლში ობიექტური მიზეზით სახსრების დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის;

ვ) სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო და სხვა ისეთი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის და  არ იკრძალება კანონით.


მუხლი 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება და უფლებამოსილების სფეროს მიხედვით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  (შემდგომში – სამსახური) ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა.

2. საკითხის განხილვისას სამსახური შესაბამისი ორგანოებისა და პირებისაგან გამოითხოვს მასალებს, ცნობებს, ფოტომასალებსა და მონაცემებს, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.

3. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა) საფუძველზე, თანხას გამოყოფს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო სამსახური.

4. საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისათვის მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

5. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება  ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.

6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.