ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.016405
36
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010250000.35.117.016405
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 852-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 855-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №05 დადგენილება (www.matsne.gov.ge;  05/02/2016წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.172.016119);

ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის №02 დადგენილება(www.matsne.gov.ge; 28/01/2016წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.117.016284).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება

ეს დებულება განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევის, კრებაზე საკითხების ინიციირების, კენჭისყრის გამართვის და საქმიანობის წესებს, საერთო კრების რჩეულის უფლებებსა და მოვალეობებს, საერთო კრების რჩეულის არჩევის და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს.

თავი I
ზოგადი დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-მდე ამომრჩეველი

მუხლი 1. დასახლების საერთო კრების ცნება
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).


მუხლი 2. საერთო კრების საქმიანობის პრინციპები
საერთო კრების საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) საჯაროობა;

გ) კოლეგიურობა;

დ)დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;

ვ) თანასწორობა.


თავი II
საერთო კრების სტრუქტურა, უფლებამოსილებები, მოწვევის და საქმიანობის წესი

მუხლი 3. საერთო კრების შემადგენლობა
1. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე:

ა) შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ – კოდექსი) და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.

4. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომ – რჩეული).

5. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომ – მდივანი).

6. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს, შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.

7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.


მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

კ) განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები/პროექტები, შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების/პროექტების მიმდინარეობის შეფასება;

ლ) მიიღოს ინფორმაცია დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშაოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;

მ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;

ნ) შეიმუშაოს წინადადებები მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით;

ო) იშუამდგომლოს მუნიციპალიტეტთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების თაობაზე;

პ) განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ჟ) მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს წარუდგინოს წინადადებები დასახლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ;

რ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;

ს) განიხილოს დასახლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშაოს წინადადებები;

ტ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;

უ) უფლებამოსილების ფარგლებში თხოვნით მიმართოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთო კრების ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარების შესახებ;

ფ) განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხები;

ქ) მოისმინოს მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის მიერ წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;

ღ) მოისმინოს დასახლების ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;

ყ) განახორციელოს კოდექსით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.


მუხლი 5. საერთო კრების გადაწყვეტილება
საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, რეკომენდაცია საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით (შემდგომ – ოქმი).

მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები
საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს (შემდგომ-ამომრჩეველთა არანაკლებ 5%);

ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს.


მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
1. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი.

2. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.

3. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

გ) საერთო კრების დეტალური დღის წესრიგი;

დ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.

4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.

5. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

7. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

8. საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან გადაეცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა სიის ფურცლები. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას და საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. ამომრჩეველთა სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.

9. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.

10. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

11. მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს მერის ბრძანებით უარი ეთქმება საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.

12. სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მითითებული არ არის ხელმოწერის თარიღი ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის რეგისტრირებული ამ დასახლებაში ან რეგისტრირებულია სხვა დასახლებაში;

ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.

13. ხელმოწერ(ებ)ის გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

15. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს 15 დღე.

16. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში.

17. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება.


მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
1. დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით, უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.

2. მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს უფლება რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში, რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.

3. მუნიციპალიტეტის მერი, მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, თავად ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.

4. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა.


მუხლი 9. საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
1.საერთო კრების რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.

2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, საერთო კრების რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.

3. განცხადებაში მიეთითება, საერთო კრების მოწვევის:

ა) თარიღი;

ბ) დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);

გ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.

4. საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე.


მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ისა.

2. საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.

3. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას, როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.

4. საერთო კრების ოქმის შედგენა ევალება საერთო კრების მდივანს. საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

5. საერთო კრების ოქმის შედგენა ევალება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირს.

6. საერთო კრება მუშაობს წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, რომელსაც ადგენს კრების ინიციატორი. საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. საერთო კრებაზე დღის წესრიგის ფარგლებში საკითხის, წინადადების, ინიციატივის დასმის უფლება აქვს კრების ნებისმიერ წევრს, რომელსაც რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აყენებს კენჭისყრაზე.

7. ინიციატივის ავტორს ეძლევა 10 წუთი თავისი ინიციატივის კრების მონაწილეთათვის გაცნობისათვის, რის შემდეგაც ინიციატივაზე აზრის გამოთქმა შეუძლია კრების ნებისმიერ დამსწრეს, რისთვისაც მას ეძლევა 2 წუთი.

8. კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს რჩეული, ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.

9. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ რჩეულის არჩევის დროს.

10. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა ტარდება საერთო კრებაზე საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ. კენჭისყრის საერთო კრებაზე კენჭი ეყრება თითოეულ საკითხს ცალ–ცალკე.

11. კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს კრებაზე დამსწრე რეგისტრირებული წევრი.

12. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.


მუხლი 11. ოქმი
1. საერთო კრებაზე დგება ოქმი. ოქმში მიეთითება:

ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის ნომერი;

გ) საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;

დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;

ე) სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).

2. საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.

3. სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელია, იქმნება სხდომის აუდიო ვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად.

4. საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით რჩეულის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის მერიაში კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.

5. სხდომის აუდიო ვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.


თავი III
საერთო კრების რჩეული

მუხლი 12. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება
1. რჩეული:

ა) უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;

ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;

გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;

დ) ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;

ვ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.

ზ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;

თ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ’“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს, აგრეთვე ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.

3. რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით.


მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
1. რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით.

2. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება არ აირჩევს საერთო კრების ახალ რჩეულს.

3. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.


მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
1. რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს, საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რჩეულის კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს ამ დებულების მე-16 მუხლით განსაზღვრული პირი.

2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.

3. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მერის მიერ უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. თუ დადგინდება, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა საერთო კრების წევრთა 5%-ზე ნაკლებია, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ პირს უარი ეთქმის რეგისტრაციაზე, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

5. მუნიციპალიტეტის მერია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

6. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის რეგისტრირებული კანდიდატების სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას.


მუხლი 15. რჩეულის არჩევის პროცედურა
1. რჩეული, ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი, წარმოდგენილი კანდიდატურების დასახელების შემდეგ, ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ რჩეულის თანამდებობაზე.

2. რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე და კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

3. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ რჩეული, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.

4. ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.

5. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია. კომისია შედგება რჩეულის კანდიდატურის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის თითო წარმომადგენლისა და რჩეულის ან საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირისაგან. კომისიას თავმჯდომარეობს რჩეული ან საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.

6. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ:

ა) შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი;

ბ) არ არის შესაბამისობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფორმასთან;

გ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა.

7. ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს და ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმი მტკიცდება საარჩევნო კომისიის მიერ. ხმების თანაბრად გაყოფის, ან შედეგების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება ხელახლა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა.

8. ღია კენჭისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რჩეულად დასახელებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი. მიღებული ხმების დათვლა და ოქმში ასახვა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 და მე-9-მე-10 პუნქტების შესაბამისად.

9. რჩეულად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობისა.

10. თუ არჩევნების შედეგების მიხედვით, რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი შედეგები აჩვენა, არჩევნები ხელახლა ტარდება ორ უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატს შორის. გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.

11. არჩევნებზე კანდიდატურის დაუსახელებლობა ან არჩევნების ჩაშლა, არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.


მუხლი 16. რჩეულის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. რჩეულად არ შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

დ) მუნიციპალიტეტის 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

ე) პირი, რომელიც არ არის შესაბამისი დასახლების საერთო კრების წევრი.

2. რჩეულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რჩეულს უწყდება უფლებამოსილება.


თავი IV
განსაკუთრებული დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-2000 ამომრჩეველი

მუხლი 17. რეგულირების სფერო
1. ამ თავით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება იმ დასახლებების საერთო კრებებზე, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 501-დან 2000 ამომრჩევლამდე.

2. ამ თავით განსაზღვრულ ნორმებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ დებულების პირველი-მე-3 თავით გათვალისწინებული ნორმებთან მიმართ.


მუხლი 18. საერთო კრება
1. თითოეულ დასახლებაში იქმნება ერთი საერთო კრება.

2. თითოეულ დასახლება, იყოფა უბნებად, რომელიც წარმოადგენს დასახელების საერთო კრების ნაწილს.


მუხლი 19. საერთო კრების საქმიანობის წესი
1.დასახლების საერთო კრება ტარდება დასახლების ცალკეულ ნაწილებში, უბნის კრების სახით. ერთ დასახლებაში უბნის კრებები ერთი საერთო კრებისთვის უნდა ჩატარდეს თანმიმდევრობით ერთი კვირის ვადაში.

2. ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვორუმი და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობა იანგარიშება ყველა უბნის კრებების დამსწრეთა საერთო რაოდენობიდან.

3. დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში გამართვისას კენჭისყრები იმართება ცალ-ცალკე თითოეულ ნაწილში/უბანში. დასახლების ცალკეულ ნაწილებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ჯამდება, რის შედეგადაც დგინდება კენჭისყრის საბოლოო შედეგი.

4. ერთსა და იმავე საერთო კრებისთვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია.

5. უბნის კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.

6. დასახლებაში რეგისტრირებული საერთო კრების წევრი ხმის უფლებით მონაწილეობს დასახლების საერთო კრების მხოლოდ ერთი უბნის კრებაში.


მუხლი 20. საერთო კრების სხდომის ოქმი
1. დასახლების საერთო კრებისთვის სხდომის ოქმი დგება დასახლებაში შემავალი უბნების სხდომის ოქმების საფუძველზე.

2. უბნის კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების მდივანი.

3. დასახლების საერთო კრების/უბნის კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი და სხდომის მდივანი.


მუხლი 21. რჩეული
1. დასახლებას უბნებად დაყოფის შემთხევაშიც ჰყავს ერთი რჩეული.

2. რჩეული აირჩევა ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი წესით, საერთო კრების უბნის კრებების შეჯამებული შედეგების გათვალისწინებით.