ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016411
42
28/03/2018
ვებგვერდი, 04/04/2018
010250050.35.117.016411
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2018 წლის 28 მარტი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „სამშენებლო  საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9  მუხლის,  „ლიცენზიებისა და ნებართვების  შესახებ“  საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის  ფორმების  ნუსხის“  მე-2 პუნქტის  „შ“  ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა)   სანებართვო მოწმობის გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა   განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს „დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის  სანებართვო მოწმობის  ჩამოწერის აქტის ფორმა“ დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 19 მაისის №17 დადგენილება  (www.matsne.gov.ge; 23/05/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016131);

ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასაცემი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №54 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 04/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 330010040.35.117.016232).

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის  რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა   და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს  კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2009  წლის 24  მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად.


მუხლი 2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის  ფორმას,  რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.

2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტი,  რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის  შესაბამის ფორმებს აბარებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერიის არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში სამსახური) ხელმძღვანელს, სათანადოდ  გაფორმებული  მიღება-ჩაბარების აქტით.


მუხლი 3. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა  იყოს  ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა- ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.


მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება
1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანების საფუძველზე.

2. სანებართვო მოწმობის შევსებისას, მასში აღინიშნება:

ა) ნებართვის გაცემის თარიღი;

ბ) ნებართვის მოქმედების ვადა;

გ) დამკვეთის დასახელება და მისი მისამართი;

დ) მშენებლობის ობიექტის დასახელება, ფუნქციური დასახელება მისამართი/ ადგილმდებარეობა;

ე) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომერი;

ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი;

ზ) შენობა-ნაგებობის კლასი;

თ) მოიჯარე ორგანიზაცია.

3. მოწმობა ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია  გადახაზვა,  გადაფხეკა, გადაშლა და  ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც სამსახურის უფროსი, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით,        იმავე დღესვე აბარებს პასუხისმგებელ პირს. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი უკლებლივ, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის    ხელმძღვანელის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.

4. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში.


მუხლი 5. სანებართვო მოწმობის გაცემა
1. სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).

3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.


მუხლი 6. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად შეადგენს 10 (ათი) ლარის ოდენობით.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“.

5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში).


მუხლი 7. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. სანებართვო მოწმობის  ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ     ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.

2.  სანებართვო მოწმობა, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, სანებართვო მოწმობის წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.


მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის  აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად.



დანართი 2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმა

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა

 

ნებართვა N

 

ნებართვის გაცემის თარიღი: 20--  წლის -----------------

ნებართვა ძალაშია 20--  წლის -------------------მდე

ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: 20--  წლის --------------

დამკვეთი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასახელება)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                               (მისამართი)

მშენებლობის ობიექტი: ------------------------------------------------------------------------------------------------

 (დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    (მშენებლობის კლასი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

      (მისამართი / ადგილმდებარეობა)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

           (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი)

 

 

დამპროექტებელი ორგანიზაცია: -----------------------------------------------------------------------------------

მოიჯარე ორგანიზაცია: ------------------------------------------------------------------------------------------------

პროექტი შეთანხმებულია:---------------------------------------------------------------------------------------------

სანებართვო პირობები:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნებართვა გაიცა ----------------------------------------------------------------------- N ----- ბრძანებით.

ნებართვაზე ხელმომწერი პირი: ------------------------------------  -----------------------------------

                                                                 (სახელი, გვარი)            (თანამდებობა) ბ.ა.

 

დამკვეთი:  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია შემსრულებელი:

სფს-ს რეგისტრაციის N ------------------


 

დანართი №3

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალის ფორმ

 

 

 

სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

სანებართვო მოწმობის მიმღები პირი

 

სანებართვო მოწმობის შემდგენი პირი

 

 

 

 

N

გაცემის თარიღი

სანე-

ბართვო მოწმობის N

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

შედგენილი სანებართვო მოწმობის N

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №4
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმა

ქ. ამბროლაური                                                                                         ___  ___________ 20___ წელი

 

სანებართვო მოწმობის N

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის საფუძველი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტის   მიხედვით   წარმოდგენილი   გამოსაყენებლად   უვარგისი   სანებართვო   მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით.

 

პასუხისმგებელი პირი: -----------------------

სამსახურის უფროსი: --------------------------