საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016412
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
43
28/03/2018
ვებგვერდი, 04/04/2018
010250050.35.117.016412
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2018 - 31/03/2023)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2018 წლის 28 მარტი

ქ. ამბროლაური

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი“, დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა“, დანართი №4-ის შესაბამისად;

ე) „სააღსრულებო ფურცლის ფორმა“, დანართი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, უფლებამოსილების სფეროს მიხედვით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის №38 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 13/10/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.117.016216);

ბ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016041).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე

დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა- ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.

2. ამ წესის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის“ გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.

3. ოქმის წარმოება, გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

მუხლი 2. ოქმის შედგენის საფუძველი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია სამართალდარღვევის ჩადენა. ოქმს ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრული  უფლებამოსილი პირი.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე ნაწილებით გათვალისწინებულ შესაბამის  სამართალდარღვევებზე.

მუხლი 3. ოქმის ფორმის დამზადება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იბეჭდება სტამბური წესით. ოქმის ფორმა მზადდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს  კანონის თანახმად,  კანონმდებლობის  შესაბამისად  შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.

მუხლი 4. ოქმის ფორმის შენახვა
1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5- მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

2. სათავსი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.

მუხლი 5. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები
1. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  240-ე მუხლის შესაბამისად.

2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;

ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით;

გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს. ოქმის ბოლოს მარჯვენა დაბლა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი  (არანაკლებ ექვსი ციფრისა).

მუხლი 6. ოქმის შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია დახაზვა, გადაფხეკვა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი  ბარათით,  გაუქმების   მიზეზების  მითითებით  აბარებს  ოქმის  გამცემს.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თუ არიან მოწმეები და  დაზარალებულნი  ოქმს  შეიძლება  ხელი  მოაწერონ  ამ  პირებმაც.

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით  გათვალისწინებული  მისი უფლებები  და  მოვალეობანი,  რაც  ასევე  აღინიშნება  ოქმში.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება  სასამართლოში.

7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

მუხლი 7. ოქმის სისტემატიზაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება-გაცემაზე  პასუხისმგებელ  პირს,  რის  შესახებაც  ჟურნალში  კეთდება  სათანადო  ჩანაწერი.

4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.

5. მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული.  ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):

ა) რიგითი ნომერი;

ბ) ოქმის ნომერი;

გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;

დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;

ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;

ვ) კანონის შესაბამისი მუხლი;

ზ) საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;

თ) საქმის განხილვის თარიღი;

ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;

კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;

ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;

მ) შენიშვნა.

მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ნომერი. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად.

დანართი №2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმი N

-----------------------------------

(ოქმის შედგენის ადგილი)

----- --------------------- 20 --   წ. ------------ -------- სთ

(ოქმის შედგენის დრო)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი)

მონაცემები დამრღვევის შესახებ

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ოჯახური მდგომარეობა)

ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ -----------------------------------

                                                                                                                      (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

მოწმე (თუ არის):

1 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

/-----------------------------------/

2 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი N 

/----------------------------------/

( ხელმოწერა)

დაზარალებული (თუ არის):

1 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

/-----------------------------------/

2 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი N)

/---------------------------------------------/

(ხელმოწერა)

დამრღვევის ახსნა-განმარტება

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით

გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ

პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი,

განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;

გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის

მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული

სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ

იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა

და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის

განხილვის გადადების თაობაზე).

შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო (შენიშვნის შინაარსი):

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------------------------------------------

/--------------------------/

(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)

ოქმის შემდგენელი: ----------------------------------------------------------------------  /---------------------------/

(სახელი, გვარი; ხელმოწერა, თარიღი)

ბ.ა.

დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები

შენიშვნა

დაბრუნების თარიღი

ჩამოწერის აქტის №

ოქმის №

თანამდებობა

სახელი

გვარი

17

18

19

20

21

22

23

დანართი N4
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა

აქტი N

ქ. ამბროლაური                                                                                                -- ------------------------, 20-- წ.

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ

საქმეთა დასახელება

რაოდენობა

ოქმის ექსკლუზიური №

1

2

3

4

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს

ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------

ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ------------------------------

დანართი N5
სააღსრულებო ფურცლის ფორმა

საქმე № ______

ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო      ფ უ რ ც ე ლ ი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი

        ______________________________________________________________________________

(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)

______________________________________________________________________________

(საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი)

_________________________

(გადაწყვეტილების/დადგენილების გამოტანის თარიღი)

__________________________________

(გადაწყვეტილების/დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი)

______________________________________________________________________________

(გადაწყვეტილების/დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი)

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

(კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები)

______________________________________________________________________________

(მოვალის დასახელება და რეკვიზიტები)

______________________________________________________________________________

(სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი)

   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი   _______________________  /სახელი, გვარი/

                                                                                         (ხელმოწერა)