,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016254
20
18/04/2018
ვებგვერდი, 23/04/2018
010250050.35.168.016254
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2018 წლის 18 აპრილი

ქ. სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017  წლის 18 აგვისტოს №24  დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/08/2017, 010250050.35.168.016222)  დანართის    მე-3  მუხლის   მე-3  პუნქტში   შევიდეს  ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„3. საბჭო  შედგება სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერიის  გენდერული თანასწორობის საკითხზე პასუხისმგებელი  საჯარო  მოხელისაგან,  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  არანაკლებ 7 წევრისა  და  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისაგან, რომელთა შერჩევისას გაითვალისწინება გენდერულ თემებზე  საბჭოს  წევრობის  კანდიდატის ინფორმირებულობა  ან/და მუშაობის  გამოცდილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი