„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2149-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.018818
2149-IIს
18/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
040200010.05.001.018818
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.“.

2. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა ასევე დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე.“.

3. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 59. განქორწინების შემთხვევაში მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება და ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება

1. მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი. ამასთანავე, მას შეუძლია განქორწინების რეგისტრაციისას ან მოგვიანებით მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება.

2. განქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ განქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება და განქორწინებისას მეუღლის/მეუღლეთა მიერ გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.“.

4. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. სახელისა და გვარის შეცვლის პირობები

1. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

ა) მშობელთა შეერთებული გვარი;

ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი;

გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;

დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

ე) მშვილებლის გვარი;

ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;

ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას;

თ) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით;

ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას პირისთვის გვარის შეცვლა შესაძლებელია, თუ მისი დაბადების სამოქალაქო აქტი საქართველოშია რეგისტრირებული და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.

4. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. თუ აღმოიფხვრა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლის 21 პუნქტით ან 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გვარის შეცვლის შეზღუდვის საფუძველი, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს გვარის შეცვლა ამ კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 67მუხლი:

„მუხლი 671. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადების წარდგენა და განხილვა

1. 16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 

2. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს იხილავს და წყვეტს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

3. თუ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მხოლოდ 1 თანამშრომელია, გვარის შეცვლასთან/გვარის დადგენასთან/გვარის კანონიერად აღიარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.

4. დაინტერესებულ პირს ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შეიძლება ეცნობოს საცხოვრებელ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის, ტელეფონით გასაუბრების ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან ელექტრონული ფოსტით (არსებობის შემთხვევაში) შეტყობინების გაგზავნის გზით. დაინტერესებულ პირს ზეპირი მოსმენის თარიღი უნდა ეცნობოს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

5. ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული პირი ვალდებულია თავის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაასაბუთოს გვარის შეცვლისთვის/გვარის დადგენისთვის/გვარის კანონიერად აღიარებისთვის ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

6. გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.

7. ამ მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირადად მიმართვის და პირადად გამოცხადების ვალდებულებები არ ვრცელდება პირზე, თუ მას არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით. ამ შემთხვევაში სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება შესაძლებელია წარედგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზეპირი მოსმენა არ იმართება და სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“.

6. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ:

ა) სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია, გარდა ამ კანონის 671 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;

გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.“.

7. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 69. განცხადების განხილვის ვადა

1. პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება სათანადო განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს.

2. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნისას დაჩქარებული მომსახურების გაწევა დაუშვებელია.“.

8. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6პუნქტი:

„63. ამ კანონის 671 მუხლითა და 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების მიღება, რომლებიც მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშია მითითებული.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება განიხილება ამ კანონით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამ განცხადების განხილვას აგრძელებს გონივრული ვადით. აღნიშნული განცხადების განხილვის საერთო ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

2. 2017 წლის 28 მარტამდე განხორციელებული გვარის შეცვლა არ ზღუდავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით პირის გვარის შეცვლის უფლებას. პირზე, რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ამ კანონის ამოქმედებამდე შეიცვალა გვარი, ვრცელდება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 აპრილი 2018 წ.

N2149-IIს