„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016051
2
04/05/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
010220020.34.059.016051
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2

2018 წლის 4 მაისი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/03/2014, 010220020.34.059.016016) პირველი და მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართებში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დანართი 1-ის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო პროცესების მართვისა და იურიდიული სამსახურები:

უსკოს მიერ არჩევნების დროს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს – ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში.

2. საოქმო სარეგისტრაციო სამსახური:

ა) უსკოს დადგენილებას – მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ) რეგისტრირებული პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას, აგრეთვე იმ პარტიების/ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა პერიოდულად, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა – საარჩევნო პერიოდში;

გ) წარდგენილ კანდიდატთა სიას წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში – საარჩევნო პერიოდში;

დ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში პერიოდულად, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა – საარჩევნო პერიოდში;

ე) უსკოს/უსკოს თავმჯდომარის განკარგულებას – არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

ვ) უსკოს მდივნის განკარგულებას – არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

ზ) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

თ) საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს  – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე;

ი) უსკოს სხდომის ოქმს – ხელმოწერისთანავე;

კ) ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე.

4. საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური:

ა) საარჩევნო უბნების საზღვრების, ნომრების, მისამართების, ტელეფონის (ფაქსის) ნომრების შესახებ ინფორმაციას მიღებისთანავე – საარჩევნო პერიოდში;

ბ) ინფორმაციას იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის შესახებ, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია/აკრძალულია საარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება – უმაღლესი საარჩევნო კომისიისათვის გადმოცემიდან 2 დღის ვადაში – საარჩევნო პერიოდში;

გ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული კანდიდატების სიას – რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში – საარჩევნო პერიოდში;

დ) ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე – საარჩევნო პერიოდში;

ე) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსულ ყველა სახის განცხადებას/საჩივარს და შესაბამის გადაწყვეტილებებს არსებული წესის შესაბამისად – საარჩევნო პერიოდში;

ვ)  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით მიღებისთანავე – საარჩევნო პერიოდში;

ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას მიღებისთანავე – საარჩევნო პერიოდში;

თ) ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში – საარჩევნო პერიოდში;

ი) ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას – საარჩევნო პერიოდში;

კ) ამომრჩეველთა ერთიან სიას – საარჩევნო პერიოდში;

ლ) ამომრჩეველთა რაოდენობას ოლქების მიხედვით – საარჩევნო პერიოდში.

5. საფინანსო საბიუჯეტო სამსახური:

ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);

ბ) ინფორმაცია უსკოს ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად);

გ) ინფორმაცია თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების შესახებ (ქვეყნდება ყოველწლიურად);

დ) ინფორმაცია უსკოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად);

ე) ინფორმაცია საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ (ქვეყნდება ყოველწლიურად);

ვ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ქვეყნდება ყოველწლიურად);

ზ) თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, კვარტლურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია – წლის დასრულებიდან 60 დღის ვადაში.

6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:

ა) უსკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას – შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისთანავე;

ბ) უსკოს აპარატის კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა სიას – საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან – 5 დღის ვადაში;

გ) უსკოს აპარატის შესარჩევი კონკურსის მე-II ტურში მონაწილე კანდიდატთა სიას – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას – საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში;

ე) უსკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში კონკურსის შედეგად შერჩეული/არჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციას – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან  24 საათის განმავლობაში;

ვ) ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმომადგენლების წარდგენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 48 საათში – საარჩევნო პერიოდში.“.

2. დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინსტიტუციური განვითარების სამსახური:

ა) ტრენინგების, კონფერენციების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) გრანტებისა და სხვა ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოძიების შესახებ ინფორმაციას;

გ) საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ ინფორმაციას.“.

3. დანართი 2-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც დარეგისტრირდება უსკოს აპარატის საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში ან/და გააგზავნოს მოთხოვნა უსკოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@sec.ge, დანართი 2.1-ით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად განცხადებაში მიეთითება: სახელი, გვარი (პირადი ნომერი ფიზიკური პირის შემთხვევაში), ორგანიზაციის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი, განცხადების შინაარსი.“.

4. დანართი 2-ის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოქმო სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული ელგანცხადება სამსახურის თანამშრომლის მიერ მიღებისთანავე გადაეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს (უსკოს მდივანს) და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ კომისიის მდივანი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს საოქმო სარეგისტრაციო  სამსახურის მიერ. უსკოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანისოფიო კახაძე