„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016301
89/04
18/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
220090000.18.011.016301
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №89/04

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 12.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის:

ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მეწარმე ფიზიკური პირი – მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საკორესპონდენტო ანგარიში – ანგარიში, რომელსაც ერთი ბანკი ან საკორესპონდენტო ანგარიშის გახსანაზე უფლებამოსილი პირი ხსნის მეორეში და რომელიც გამოიყენება ანგარიშის გამხსნელ ბანკსა და ანგარიშის მფლობელს შორის ანგარიშსწორებისათვის;“;

გ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ადვოკატის, საადვოკატო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის (კლიენტების) ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად;

უ) ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ადვოკატის, საადვოკატო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად;“;

 დ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:

„შ) საადვოკატო ბიურო – „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით შექმნილი საადვოკატო ბიურო;

ჩ) საკორსპენდონტო ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილი პირი – არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით ექვემდებარება ზედამხედველობას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის თვალსაზრისით და რომელიც უფლებამოსილია ჰქონდეს საკორესპონდენტო ანგარიში კომერციულ ბანკში.“.

2. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირს ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად უკვე გახსნილი აქვს ანგარიში ამავე ბანკში, მაშინ დასაშვებია ამ პირისათვის დამატებითი ანგარიშის გახსნა დისტანციურად (სატელეფონო, ინტერნეტბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით) მიღებული განაცხადის საფუძველზე.“.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გაეხსნას იმ არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც შესაბამისი  ქვეყნის  კანონმდებლობის საფუძველზე ეწევა საადვოკატო, სანოტარო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან ფასიანი  ქაღალდების  ბაზრის  შუამავალი პირის საქმიანობას და მის მიმართ ხორციელდება  ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების  წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ადვოკატის, ნოტარიუსის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა ითვალისწინებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს.“.

4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში პირს გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ნოტარიუსის შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები; ადვოკატის შემთხვევაში – ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საადვოკატო ბიუროს შემთხვევაში – ადვოკატთა ასოციაციაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში;

დ) ლიცენზია ან სხვა ტიპის დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პირს უფლებას აძლევს, კლიენტთან ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე, ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდეს, ან/და კლიენტის სახელით ფლობდეს და განკარგავდეს კლიენტის ფულად სახსრებს.“.

 5. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არარეზიდენტი ბანკი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული არარეზიდენტი ბანკის ფილიალისა) ან საკორსპენდონტო ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილი პირი საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკს წარუდგენს:

ა) განაცხადს ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს შესაბამისი უფლებამოსილი პირი;

ბ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუშს (ნიმუშებს);

გ) დოკუმენტაციას (ან შევსებულ კითხვარს), რომელიც ასახავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პოლიტიკას. კითხვარის ფორმას შეიმუშავებს ბანკი, რომელშიც იხსნება ანგარიში;

დ) საკორსპენდონტო ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილი პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის ზედამხედველი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის უფლებამოსილებას გახსნას საკორესპონდენტო ანგარიში და ამავე ზედამხედველი ორგანოს თანხმობა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნაზე;

ე) სხვა დოკუმენტაციას ბანკის (რომელშიც იხსნება საკორესპონდენტო ანგარიში) შიდანორმატივების (ინსტრუქციების) შესაბამისად.

5. საკორესპონდენტო ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ სათავო დაწესებულებებს. ფილიალებს ეკრძალებათ ერთმანეთში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა. საკორესპონდენტო ანგარიში შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მათ შორის, საკუთარი გადახდების (მათ შორის, სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე გადახდების) განსახორციელებლად.“;

 ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბანკს ან საკორსპენდონტო ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილ პირს, რომელსაც რეზიდენტ ბანკში გახსნილი აქვს  საკორესპონდენტო   ანგარიში, უფლება   აქვს   ამავე   ბანკში   გახსნას   სადეპოზიტო    ანგარიში   SWIFT-ის   ავტორიზებული   შეტყობინების მეშვეობით. ამ შემთხვევაში ანგარიშის გასახსნელად დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის.“.

 6. 81 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქალაქეობას და აქვთ მოქმედი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელთა იდენტიფიკაციას კომერციული ბანკი ახდენს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ხოლო ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) კომერციული ბანკი ეყრდნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებს.“.

 7. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ანგარიშის ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გახსნის შემთხვევაში:

ა) ანგარიშის გამხსნელი კომერციული ბანკის მიერ გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს საშუალებას, მოახდინოს პირის ვიზუალური იდენტიფიკაცია და მიღებული გამოსახულების შედარება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან (ფოტოსურათის ჩათვლით), ხოლო საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარება სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან;

ბ) ანგარიშის გამხსნელი კომერციული ბანკის მიერ პირის უშუალო იდენტიფიკაციამდე;

ბ.ა) დაშვებულია ჩარიცხვის ოპერაციები;

ბ.ბ) დასაშვებია გადარიცხვის, ანგარიშზე შეტანის ან განაღდების ოპერაციები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში თითოეული ოპერაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 30 000 ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე