დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01 |
დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 01/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 310040000.55.067.016095 |
|
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში“ (სსმ, ვებპორტალი, 310040000.55.067.016024. 31.08.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირების პროცესს ასახავს ფოტო/ვიდეო გადაღების საშუალებით. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები გემზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე, როგორც მტკიცებულებები გემების საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით. ვიდეოჩანაწერის დაწყების დროდ განისაზღვრება ინსპექტრის გემის ტრაპზე ასვლის მომენტიდან. ტანკერის ტიპის გემის ინსპექტირებისას გამოყენებული უნდა იქნეს ნაპერწკალმედეგი ტიპის (intrinsically safe) ვიდეოკამერა; ე) აცნობებს გემის კატიპანს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის თაობაზე.“; ბ) წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორს ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებისას თან უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა და მასალები: ა) კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) კომპიუტერული საშუალება (პორტატიული/სატარებელი კომპიუტერი, პლანშეტი და სხვ.); გ) სამხრე ვიდეოკამერა; დ) ფოტოაპარატი; ე) პერსონალური დაცვის საშუალებები, მათ შორის ჟილეტი, უსაფრთხო ჩაფხუტი, უსაფრთხო ფეხსაცმელი, უსაფრთხო სათვალე, ყურების დამცავი, ხელთათმანები.“; გ) წესის დანართი №1 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №1
გემის შესვლა/გასვლისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. ცხრილში მოცემული ციფრები ნიშნავს წარსადგენი დოკუმენტების ეგზემპლარის ასლების რაოდენობას. 2. X – საბუთი მიეწოდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.“.
„დანართი №5
საქართველოს ნავსადგურებში რადიოკავშირის არხები
“. |
მუხლი 2 |
1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 24 ივნისს.
2. ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ქვეპუნქტი ამოქმედდეს 90-ე დღეს. 3. ბრძანების პირველი მუხლის „გ“ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები