„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 31/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016563
1-1/326
27/06/2018
ვებგვერდი, 02/07/2018
300300000.22.024.016563
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/326

2018 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) პირდაპირი მომხმარებელი – „ელექტროენერეგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით განსაზღვრული პირი;“.

2.  მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირდაპირი მომხმარებელი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირდება იმ მიწოდების პუნქტების მიხედვით, საიდანაც მან უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიღება. პირდაპირ მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა როგორც საცალო მომხმარებელს.“.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხარებლის შემთხვევაში, თუ მაძიებელი წარმოადგენს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ  და  თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნტებით დადგენილი მოთხოვნებისა, ასევე უნდა წარუდგინოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“;

4. 31 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 31 მუხლის შემდეგ დაემატოს 32 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32.  პირდაპირი მომხმარებელი

1. მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან, აღნიშნულ ქსელზე (ქსელებზე) მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, კალენდარული წლის შედეგებით, საშუალოდ თვიურად მოიხმარს არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას და აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი სხვა მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით არის რეგისტრირებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც  პირდაპირი მომხმარებელი.

3. ამ წესების საფუძველზე რეგისტრირებული პირდაპირი მომხარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტ(ებ)ზე ან მის ნაწილ(ებ)ზე საკუთრების/მფლობელობის უფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი წარმოადგენს პირდაპირ მომხმარებელს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ ამ წესების შესაბამისად.“.
6. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესების საფუძველზე პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით რეგისტრაციას აქვს შეუქცევი ხასიათი.  შესაბამისად, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს უფლება არ აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია. ამასთანავე,  პირდაპირ მომხარებელს უფლება არ აქვს მოითხოვოს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. “.

8. 41 მუხლის შემდეგ დაემატოს 42 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 42. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო რეგისტრაციის  წესი

1. საცალო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან, აღნიშნული ქსელ(ებ)ზე მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, კალენდარული წლის შედეგებით საშუალოდ თვიურად  მოიხმარს არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას, მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლის მდგომარეობით უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კალენდარული წლის 15 იანვრამდე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს გასული კალენდარული წლის შედეგების მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საცალო მომხარებლების ჩამონათვალი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს აღნიშნული მომხმარებლების ქსელთან მიერთების წერტილების სია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საცალო მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისათვის ჩამონათვალის წარდგენის კალენდარული წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს საცალო მომხმარებელს.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კალენდარული წლის 15 იანვრამდე წერილობით აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საცალო მომხმარებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თარიღიდან საცალო მომხმარებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მოხმარებელი, რეგისტრაციის მაძიებელმა (შემდგომში – მაძიებელი) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას ახორციელებს ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში  შეყვანა ხორციელდება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან განაცხადის წარდგენის წლის 1 თებერვლის მდგომარეობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 31 მაისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ჩერქეზიშვილი