„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 02/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016265
10
02/07/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
300320000.16.009.016265
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №10

2018 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 31.12.2014, 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-20 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მიერ მიწოდების ტარიფის კორექტირება ხორციელდება მხოლოდ ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ცვლილების შემთხვევაში. ამასთან, ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის არსებითი ცვლილებისას კომისია უფლებამოსილია, მოახდინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის კორექტირება მიმდინარე სატარიფო წლის შიგნით საწარმოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის (სატარიფო განაცხადის) საფუძველზე.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული მოთხოვნის – სატარიფო განაცხადის გამარტივებული ფორმა და მასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.“;

გ) 28-ე მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო/მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი ან/და საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შედეგად მიღებული რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება, თუ აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საწარმო, რომელსაც ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები ჯერ არ დადგენია, არ არის ვალდებული დაიცვას სატარიფო განაცხადის წარმოდგენისთვის ამ მეთოდოლოგიის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.“;

გ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ან მიმწოდებელს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს ტარიფის გაანგარიშების წლის მომდევნო კალენდარული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით ნარმანია