„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 02/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016266
11
02/07/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
300320000.16.009.016266
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №11

2018 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 21/08/2017, 300320000.16.009.016222) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.“;

ბ) 30-ე მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო/მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ან/და საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შედეგად მიღებული რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება, თუ აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საწარმო, რომელსაც ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები ჯერ არ დადგენია, არ არის ვალდებული დაიცვას სატარიფო განაცხადის წარმოდგენისთვის ამ მეთოდოლოგიის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.“;

ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლომდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით ნარმანია