„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3024-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.018929
3024-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
010240010.05.001.018929
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სამინისტროებია:

ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის;

ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის;

გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;

დ) თავდაცვის;

ე) იუსტიციის;

ვ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;

ზ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;

თ) საგარეო საქმეთა;

ი) ფინანსთა;

კ) შინაგან საქმეთა.“.

მუხლი 2

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (რეპატრიაციის მიმართულებით) გადაეცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (რეპატრიაციის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სივრცითი განვითარების მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ (სივრცითი განვითარების მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მათ სისტემებში არსებული სხვა შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტის შემთხვევაში − საქართველოს იუსტიციის მინისტრის) მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.  ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტის შემთხვევაში − საქართველოს იუსტიციის მინისტრს).

9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი  პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

10. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე მხარჯავ დაწესებულებებზე, მათ მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლებელია არ გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

11. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნული უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2018 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სტრუქტურის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ჯამურად განსაზღვრული რიცხოვნობა.

12. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვროს ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყება.

13. ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემებში შემავალმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

14. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო სამსახურის ბიურომ და ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი, უზრუნველყონ ამ უწყებების სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით.

15. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დასაქმებული ის საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სამსახურს გააგრძელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩაითვლებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის, ოპტიმიზაციას, განახორციელებს ამ სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის გათვალისწინებით.

16. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისათვის გადაცემას. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

18. ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიეცეთ უფლება, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით ისარგებლონ ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებით და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით).

19. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა სათანადო უწყებების წარდგინებით უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3024-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.