საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და სხვა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და სხვა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016424
49/2018
15/09/2018
ვებგვერდი, 17/09/2018
010190020.15.008.016424
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და სხვა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №49/2018

2018 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და სხვა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე (28 სექტემბერი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (8 ოქტომბერი) განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება:

1. ამომრჩევლის სახელი, გვარი;

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

3. ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

4. საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა;

5. ამომრჩევლის მიერ სიაში ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“) შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა.

მუხლი 2
ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული განცხადების საარჩევნო კომისიაში შეტანის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განმცხადებლისათვის გაცნობის, ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 31-ე მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით.
მუხლი 4
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2 დღის ვადაში ეგზავნება:

1. შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;

2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ასახვის მიზნით.

მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღე (10 ოქტომბერი). შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (14 ოქტომბერი), ეგზავნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მიზნით, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 6
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება განიხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 28-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად.
მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლის მონაცემების ბარათის სახეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (28 სექტემბერი) ადგენს ცესკო განკარგულებით.
მუხლი 8
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ხარჯების დაფარვა მოახდინოს, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებიდან.
მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი