„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3582-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.019189
3582-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
120260020.05.001.019189
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997,  გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) 3და 3პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო რეზერვში (შემდგომ − თავდაცვის ძალების რეზერვი) ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 

32. წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა საკითხები – სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

3. 101 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.“.

4. 102 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.“.

5. 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.“.

6. მე-13 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

21. პირი, რომელიც 27 წლის ასაკის მიღწევამდე „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთარი სურვილით ჩაირიცხა თავდაცვის ძალების რეზერვში, არ იხსნება ამ კანონით დადგენილი წესით წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან და სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.“.

7. 30მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 301. სამხედრო სარეზერვო სამსახურისაგან განთავისუფლება და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება

სამხედრო სარეზერვო სამსახურისაგან განთავისუფლებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხებს აწესრიგებს „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

8. 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა საკითხები – სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.

2. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

9. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხა, მათი კოდები და საკარიერო გვარეობები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობის მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

10. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

11. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

12. 38-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეიტენანტის სამხედრო წოდებას და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სპეციალური წოდების მქონე პირი საქართველოს თავდაცვის ძალებში გაიწვევა სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.“.

13. 46-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და იგი ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ:

ა) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

ბ) ის სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე;

გ) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და იგი ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ:

ა) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

ბ) ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე;

გ) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3582-Iს