დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 551 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020866 |
|
შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესი“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესი
|
მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო 1. „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესი“ (შემდეგში − წესი) ადგენს: ა) შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების დროს ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს და ასეთი გადაადგილების დროს შესაბამისობის შემოწმების წესებს; ბ) ამ წესის დანართ №1-ის − „შინაური ბინადარი ცხოველების სახეობები“ „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველების ტრანსპონდერით ნიშანდებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვა ქვეყნიდან შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე. 3. შინაური ბინადარი ცხოველის არაკომერციული გადაადგილება, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ ცხოველის ჯანმრთელობის მოთხოვნებს, არ უნდა აიკრძალოს, შეიზღუდოს ან დაბრკოლდეს ცხოველთა ჯანმრთელობის საფუძველზე, გარდა ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა. 4. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური), კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკომერციული გადაადგილება − გადაადგილება, რომლის მიზანი არ არის შინაური ბინადარი ცხოველის გაყიდვა ან მისი საკუთრების უფლების გადაცემა; ბ) შინაური ბინადარი ცხოველი − ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული ცხოველთა სახეობები, რომლებიც არაკომერციული გადაადგილების დროს თან ახლავენ მფლობელს ან უფლებამოსილ პირს და ამ დროის განმავლობაში რჩებიან მფლობელის ან უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ; გ) მფლობელი − ფიზიკური პირი, რომელიც მითითებულია მფლობელად საიდენტიფიკაციო დოკუმენტში; დ) უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია წერილობითი ნებართვა მფლობელისგან, განახორციელოს შინაური ბინადარი ცხოველის არაკომერციული გადაადგილება მფლობელის სახელით; ე) ტრანსპონდერი − მხოლოდ წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო მოწყობილობა; ვ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტი − ამ წესის თანახმად განსაზღვრული მოდელის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომელიც იძლევა შინაური ბინადარი ცხოველის მკაფიოდ იდენტიფიკაციისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესაძლებლობას ამ წესთან შესაბამისობაზე; ზ) ავტორიზებული ვეტერინარი − ვეტერინარი, რომელიც უფლებამოსილია, კომპეტენტური ორგანოს სახელით შეასრულოს კონკრეტული დავალებები ამ წესის შესაბამისად; თ) სახელმწიფო ვეტერინარი − კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნული ვეტერინარი, ხოლო ამ წესის მე-19 მუხლის შემთხვევაში − სააგენტოს მიერ დანიშნული ვეტერინარი; ი) დოკუმენტური შემოწმება − შინაური ბინადარი ცხოველის თანმხლები საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შემოწმება; კ) იდენტობის შემოწმება − შინაურ ბინადარ ცხოველსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს შორის შესაბამისობის დადგენა და შესაბამის შემთხვევაში, ნიშანდების არსებობისა და შესაბამისობის შემოწმება; ლ) მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფანი − ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული ზონა. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. შინაური ბინადარი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა 1. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა ერთი არაკომერციული გადაადგილების დროს, რომელიც შეიძლება თან ახლდეს მფლობელს ან უფლებამოსილ პირს, არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულის გაუთვალისწინებლად, ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ხუთს იმ შემთხვევაში, თუ: ა) შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილება ხდება კონკურსებში, გამოფენებზე ან სპორტულ ღონისძიებებზე ან ასეთ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით; ბ) მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს წერილობით საბუთს, რომ შინაური ბინადარი ცხოველი რეგისტრირებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებში დასწრებისთვის ან ასოციაციაში, რომელიც ახდენს ასეთი ღონისძიებების ორგანიზებას; გ) შინაური ბინადარი ცხოველების ასაკი ექვს თვეს აღემატება. 3. სამსახური უფლებამოსილია, განახორციელოს ადგილზე შერჩევითი შემოწმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობის დასადასტურებლად. 4. თუ შინაური ბინადარი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა გადააჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რაოდენობას და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები არ სრულდება, აღნიშნული შინაური ბინადარი ცხოველები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხოველის ჯანმრთელობის მოთხოვნებს კონკრეტული სახეობებისთვის და სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ცხოველები დაექვემდებარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ შემოწმებას. მუხლი 4. პირობები, რომელიც ვრცელდება ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე 1. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველები ქვეყანაში შეიძლება გადაადგილდნენ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) ნიშანდებულია ამ წესის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად; ბ) ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც შეესაბამება ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს; გ) ჩაუტარდათ ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს; დ) დამუშავებულია ენდოპარაზიტების წინააღმდეგ ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალებით და ეგზოპარაზიტებზე; ე) თან ახლავს, ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, სათანადოდ შევსებული და გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. 2. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველები შეიძლება ქვეყანაში გადაადგილდნენ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, მხოლოდ ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნის გავლით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლად, სამსახურს უფლება აქვს, დაუშვას რეგისტრირებული სამხედრო ან სამძებრო-სამაშველო ძაღლების გადაადგილება საბაჟო გამშვები პუნქტით, გარდა მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფანისა, იმ პირობით, რომ: ა) მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წინასწარ თანხმობისათვის მიმართავს სამსახურს და სამსახურის მიერ გაიცემა ასეთი თანხმობა; ბ) ძაღლებს ჩაუტარდათ შესაბამისობის შემოწმება ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის მიერ ამ მიზნისათვის განსაზღვრულ ადგილზე და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხმობაში გათვალისწინებული შეთანხმებების შესაბამისად. მუხლი 5. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრულ სახეობის ახალგაზრდა შინაურ ბინადარ ცხოველებზე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები 1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურს შეუძლია, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, დაუშვას მის ტერიტორიაზე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების იმ შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ-ერთ მოთხოვნას: ა) რომელთა ასაკი 12 კვირაზე ნაკლებია და არ ჩატარებიათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; ბ) რომელთა ასაკი 12-დან 16 კვირამდეა და ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებენ ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაშვება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მოთხოვნა: ა) მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარმოადგენს ამ წესის დანართ №2-ის − „დეკლარაცია“ მოდელის შესაბამისად ხელმოწერილ დეკლარაციას, რომ დაბადებიდან არაკომერციული გადაადგილების მომენტამდე შინაურ ბინადარ ცხოველს არ ჰქონია კონტაქტი ცოფის მიმართ ამთვისებელი სახეობის გარეულ ცხოველებთან; ბ) შინაურ ბინადარ ცხოველებს თან ახლავს დედა, რომელზეც ჯერ კიდევ დამოკიდებულნი არიან და დედის თანმხლები საიდენტიფიკაციო დოკუმენტიდან შეიძლება დადგინდეს, რომ მათ დაბადებამდე დედას გაუკეთდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 23-ე მუხლში მითითებულ ვალიდურობის მოთხოვნებს. მუხლი 6. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაურ ბინადარ ცხოველებზე ანტისხეულების ტიტრაციის ტესტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, ანტისხეულების ტიტრაციის ტესტი არ მოითხოვება ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველებისთვის, რომლებიც ქვეყანაში გადაადგილდებიან ამ წესის მე-7 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად მითითებული სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან: ა) პირდაპირ; ბ) საცხოვრებელი ადგილიდან, მხოლოდ სიით განსაზღვრული ერთი ან მეტი სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან; გ) იმ ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყანაში ტრანზიტის შემდეგ, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ჩამონათვალში (სიაში), იმ პირობით, რომ მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს ამ წესის დანართ №3-ის − „დეკლარაცია“ შესაბამისად ხელმოწერილ დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ცხოველებს არ ჰქონიათ კონტაქტი ცოფის ამთვისებელ სხვა ცხოველებთან და დაცულნი იყვნენ სატრანსპორტო საშუალებაში ან საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. მუხლი 7. სხვა ქვეყნებისა და მათი ტერიტორიების სიის შედგენა 1. სააგენტომ უნდა შეადგინოს იმ ქვეყნებისა და მისი ტერიტორიების ჩამონათვალი (სია), რომლებმაც წარუდგინეს განცხადება აღნიშნულ ჩამონათვალში შეტანის თაობაზე, სადაც ასახავენ, რომ ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით, ისინი იყენებენ წესებს, რომელთა შინაარსი და ეფექტი ამ წესის მე-4 − მე-6 მუხლებითა და მე-18 − 22-ე მუხლებით განსაზღვრული წესების ანალოგურია. 2. სააგენტომ უნდა შეადგინოს იმ ქვეყნებისა და მისი ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებმაც წარადგინეს განცხადება აღნიშნულ ჩამონათვალში შეტანის თაობაზე, რაშიც ისინი მიუთითებენ, რომ ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით, ქვეყნები და მისი ტერიტორიები აკმაყოფილებენ, სულ მცირე, შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ცოფის შემთხვევების შესახებ მოქმედებს სავალდებულო შეტყობინება კომპეტენტური ორგანოებისთვის; ბ) განცხადების წარდგენამდე, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში ადგილზე მოქმედებს ცოფზე ეფექტური ზედამხედველობის სისტემა, რომლის მინიმალური მოთხოვნაა ადრეული გამოვლენის მოქმედი პროგრამა ცოფზე საეჭვო ცხოველების გამოკვლევისა და მათ შესახებ ანგარიშგების უზრუნველსაყოფად; გ) ვეტერინარული და კონტროლის სამსახურების სტრუქტურა და ორგანიზცია და ასეთი სამსახურების უფლებამოსილებები, ზედამხედველობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან და მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები, მათ შორის, პერსონალი და ლაბორატორიული პოტენციალი საკმარისია: გ.ა) ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენებისა და აღსრულებისთვის შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე; გ.ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ვალიდურობის გარანტიისთვის, რომელიც წარმოდგენილია ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრულ ფორმატში და გაცემულია ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად; დ) ცოფის პრევენციისა და კონტროლის შესახებ წესები ძალაშია და ხორციელდება ეფექტიანად შინაური ცხოველების დაინფიცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველების სხვა ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან იმპორტის შესახებ წესები და, შესაბამის შემთხვევაში, წესები: დ.ა) მიუსაფარი/მაწანწალა ძაღლისა და კატის პოპულაციის კონტროლის შესახებ; დ.ბ) შინაური ბინადარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, კერძოდ, როდესაც ცოფი არსებობს ვამპირისებრ ღამურებში; დ.გ) ცოფის კონტროლისა და აღმოფხვრის შესახებ გარეულ ცხოველებში; ე) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების რეგისტრაციისა და ბაზარზე განთავსების შესახებ წესები ძალაშია. 3. სააგენტოს შეუძლია, სიის შედგენისას გაითვალისწინოს ევროკომისიის მიერ №577/2013 რეგულაციის მე-2 მუხლით განსაზღვრული სიები და შეიყვანოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მის მიერ შედგენილ სიებში. 4. მხოლოდ ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით სათანადოდ დასაბუთებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ან ევროკომისიის მიერ №577/2013 რეგულაციის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სიაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სხვა ქვეყნების ან მისი ტერიტორიების ჩამონათვალის შესწორება. მუხლი 8. პირობები, რომელიც ვრცელდება ამ წესის დანართ №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე 1. ამ წესის დანართ №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი სახეობის შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული, ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილება უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველები შეიძლება ქვეყანაში გადაადგილდნენ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) ნიშანდებულია ან აღწერილია ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) შეესაბამება დაავადებებს ან ინფექციებზე, გარდა ცოფისა, სააგენტოს მიერ ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ ჯანმრთელობის დაცვის პრევენციულ ზომებს; გ) თან ახლავს ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად სათანადოდ შევსებული და გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი; დ) შემოდიან მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნის გავლით, როდესაც მოდიან სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის მითითებული ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში. 3. დანართ №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ქვეყანაში არაკომერციულ გადაადგილებაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომები: ა) პროპორციულად იქნება გამოყენებული ამ სახეობების შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის რისკებზე; ბ) არ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმ მოთხოვნებზე მკაცრი, რომელიც გამოიყენება აღნიშნული სახეობების ცხოველების იმპორტზე. მუხლი 9. სხვა ქვეყნებისა და მისი ტერიტორიების ჩამონათვალის (სიის) შედგენა სააგენტოს შეუძლია, შეადგინოს იმ სხვა ქვეყნებისა და მისი ტერიტორიების ჩამონათვალი (სია), რომლებმაც წარადგინეს განცხადება აღნიშნულ ჩამონათვალში შეტანის თაობაზე, რომელშიც ისინი მიუთითებენ, რომ ამ წესის I დანართის „ბ“ ნაწილში მითითებული სახეობების შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით იყენებენ წესებს, რომელთა შინაარსი და ეფექტი ამ წესის მე-8 მუხლითა და მე-18 − 22-ე მუხლებით განსაზღვრული წესების ანალოგურია და შესაბამის შემთხვევებში იყენებენ აღნიშნული წესების შესაბამისად განსაზღვრულ ზომებს. მუხლი 10. შინაური ბინადარი ცხოველების ნიშანდება 1. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველების ნიშანდება უნდა მოხდეს ტრანსპონდერის იმპლანტაციით ან 2020 წლის პირველ იანვრამდე გამოყენებული მკაფიოდ კითხვადი სვირინგით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანსპონდერი არ აკმაყოფილებს ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს, მფლობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული ნიშანდების შემოწმებისა და ამ წესის მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იდენტობის შემოწმებების დროს ტრანსპონდერის წაკითხვისთვის საჭირო საშუალებები. 3. ამ წესის დანართ №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველები ნიშანდებულნი და აღწერილნი უნდა იქნენ თითოეული სახეობის თავისებურებების გათვალისწინებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კავშირი შინაურ ბინადარ ცხოველსა და მის შესაბამის საიდენტიფიკაციო დოკუმენტს შორის. მუხლი 11. შინაურ ბინადარ ცხოველებში ტრანსპონდერების იმპლანტაციისთვის საჭირო კვალიფიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ, დაუშვან ტრანსპონდერების იმპლანტაცია პირის მიერ, რომელიც არ არის ვეტერინარი, იმ პირობით, რომ მან უნდა განსაზღვროს წესები ასეთი პირის მინიმალური კვალიფიკაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 12. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფორმატი და შინაარსი 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ცხოველის ჯანმრთელობის სერტიფიკატით, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4-ის − „ჯანმრთელობის სერტიფიკატი“ შესაბამისად და უნდა მოიცავდეს გრაფებს შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ა) ტრანსპონდერის ან სვირინგის ადგილმდებარეობა და ტრანსპონდერის ან სვირინგის გამოყენების თარიღი ან წაკითხვის თარიღი, ასევე ტრანსპონდერის ან სვირინგის ანბანურ-ციფრული კოდი; ბ) შინაური ბინადარი ცხოველის სახეობა, ჯიში, დაბადების თარიღი, რომელიც მითითებულია მფლობელის მიერ და სქესი და ფერი; გ) სერტიფიკატის ნომერი; დ) მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია; ე) სახელმწიფო ან ავტორიზებული ვეტერინარის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ხელმოწერა, რომელიც გასცემს ან ავსებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტს; ვ) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დეტალები; ზ) ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტისთვის სისხლის ნიმუშის აღების თარიღი; თ) ცოფის გარდა სხვა დაავადებებისთვის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომების შესაბამისობა; ი) დამოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი და ხელმოწერა; კ) ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრული შემოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი, ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნული შემოწმების თარიღი; ლ) შინაური ბინადარი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა შესაბამისი ინფორმაცია. 2. მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისი დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილება არის არაკომერციული მიზნით გადაადგილება და უნდა იყოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნაწილი. 3. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ქვეყანაში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პასპორტის სახით და უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 13. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემა და შევსება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უნდა გაიცეს გამგზავნი ქვეყნის ან ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე ან ავტორიზებული ვეტერინარის მიერ და შემდეგ დამოწმებული უნდა იყოს გამგზავნი ქვეყნის ან მისი ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს მიერ მას შემდეგ, რაც გამცემი ვეტერინარი: ა) შეამოწმებს, რომ შინაური ბინადარი ცხოველი ნიშანდებულია ამ წესის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად; ბ) სათანადოდ შეავსებს შესაბამის გრაფებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტში ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციით, ამ სახით დაამოწმებს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და, საჭიროების შემთხვევაში, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვას. მუხლი 14. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფორმატი და შინაარსი 1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოდელი უნდა მოიცავდეს გრაფებს შემდეგი ინფორმაციის შეტანისათვის: ა) ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის აღწერილობა ან ნიშანდების მახასიათებლები; ბ) შინაური ბინადარი ცხოველის სახეობა, ჯიში, დაბადების თარიღი, რომელიც მითითებულია მფლობელის მიერ, სქესი და ფერი; გ) მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია; დ) სახელმწიფო ან ავტორიზებული ვეტერინარის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ხელმოწერა; ე) სერტიფიკატის ნომერი; ვ) ცოფის გარდა სხვა დაავადებებისთვის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომების დეტალები; ზ) დამმოწმებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი და ხელმოწერა; თ) კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი, ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ახორციელებს ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრულ შემოწმებებს და აღნიშნული შემოწმებების თარიღი; ი) შინაური ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა შესაბამისი ინფორმაცია. 2. მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ შინაური ცხოველის გადაადგილება არის არაკომერციული გადაადგილება, უნდა იყოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნაწილი. მუხლი 15. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემა და შევსება ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უნდა გაიცეს გამგზავნი ქვეყნის ან ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე ან ავტორიზებული ვეტერინარის მიერ და შემდეგ დამოწმებული უნდა იქნეს გამგზავნი ქვეყნის ან ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს მიერ მას შემდეგ, რაც გამცემი ვეტერინარი: ა) შეამოწმებს, რომ შინაური ბინადარი ცხოველი ნიშანდებულია ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ბ) ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას სათანადოდ შეიტანს საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის გრაფებში და დაადასტურებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას. მუხლი 16. ამ წესის მე-4 და მე-8 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებული გამონაკლისები ამ წესის მე-4 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, სამსახურს შეუძლია, გამონაკლის შემთხვევებში, დაუშვას იმ შინაური ცხოველების არაკომერციული გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მუხლებში განსაზღვრულ მოთხოვნებს, იმ პირობით, რომ: ა) მფლობელი წინასწარ თანხმობისათვის მიმართავს სამსახურს და სამსახურის მიერ გაიცემა ასეთი თანხმობა; ბ) შინაური ბინადარი ცხოველი იზოლირებულია სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ აღნიშნული პირობების შესრულებისთვის საჭირო პერიოდის განმავლობაში და არაუმეტეს ექვსი თვისა: ბ.ა) სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე; ბ.ბ) თანხმობით განსაზღვრული შეთანხმებების შესაბამისად. მუხლი 17. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლით განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილებისას დოკუმენტური და იდენტობის შემოწმება 1. სამსახურმა უნდა განახორციელოს დოკუმენტური და იდენტობის შემოწმებები არადისკრიმინაციული გზით შინაურ ბინადარ ცხოველებზე, რომლებიც ექვემდებარებიან არაკომერციულ გადაადგილებას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და, კონკრეტულ შემთხვევაში, მე-9 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან. 2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და, კონკრეტულ შემთხვევაში, მე-9 მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ქვეყანაში არაკომერციული გადაადგილების დროს, მფლობელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტურ და იდენტობის შემოწმებებზე პასუხისმგებელი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე: ა) წარუდგინოს ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ასეთ გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობას; ბ) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის ხელმისაწვდომობა აღნიშნული შემოწმებებისთვის. მუხლი 18. ქვეყანაში ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით ან მე-9 მუხლით განუსაზღვრელი სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან არაკომერციული გადაადგილებისას დოკუმენტური და იდენტობის შემოწმებები 1. ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამსახურმა უნდა განახორციელოს დოკუმენტური და იდენტობის შემოწმებები მგზავრებისათვის განკუთვნილ დერეფანში შინაურ ბინადარ ცხოველებზე, რომლებიც ქვეყანაში ექვემდებარებიან არაკომერციულ გადაადგილებას იმ ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან, კონკრეტულ შემთხვევაში, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში (სიაში). 2. ქვეყანაში, იმ ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან, კონკრეტულ შემთხვევაში, მე-9 მუხლის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში (სიაში), შემოსვლის დროს მფლობელი ან უფლებამოსილი პირი უნდა დაუკავშირდეს მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნის მაკონტროლებელ სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმებებისთვის და ვალდებულია: ა) წარუდგინოს ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ასეთ გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობას; ბ) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის ხელმისაწვდომობა აღნიშნული შემოწმებებისთვის. 3. სამსახურმა უნდა შეადგინოს და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნების ჩამონათვალი. 4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ სპეციალისტები, რომლებიც ასრულებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებებს: ა) სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ და გაიარონ საჭირო ტრენინგი ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განსახორციელებლად; ბ) აწარმოონ ჩანაწერები განხორციელებული შემოწმებების საერთო რაოდენობისა და აღნიშნული შემოწმებების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების შემთხვევების შესახებ. მუხლი 19. ქმედებები ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების შემთხვევაში 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემოწმების დროს გამოვლინდება, რომ შინაური ბინადარი ცხოველი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებით განსაზღვრულ პირობებს, სამსახურმა, სახელმწიფო ვეტერინართან და, საჭიროების შემთხვევაში, მფლობელთან ან უფლებამოსილ პირთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ: ა) დააბრუნოს შინაური ბინადარი ცხოველი თავის ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე; ბ) მოახდინოს შინაური ბინადარი ცხოველის იზოლაცია კონტროლის ქვეშ იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებით განსაზღვრული პირობების დასაკმაყოფილებლად; გ) ან როდესაც მისი დაბრუნება შეუძლებელია ან იზოლაცია არაპრაქტიკულია, დააძინოს შინაური ბინადარი ცხოველი, დაძინების დროს შინაური ბინადარი ცხოველის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. თუ შინაური ბინადარი ცხოველის ქვეყანაში არაკომერციულ გადაადგილებაზე უარს აცხადებს სამსახური, შინაური ბინადარი ცხოველი იზოლირებული უნდა იქნეს მათი კონტროლის ქვეშ, გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში, რომელიც ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს: ა) მათ დაბრუნებას თავიანთ ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე, საიდანაც ისაა გამოგზავნილი; ბ) აღნიშნულ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებას. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ზომები გამოყენებული უნდა იქნეს მფლობელის ხარჯზე და მფლობელის ან უფლებამოსილი პირისთვის ნებისმიერი ფინანსური კომპენსაციის შესაძლებლობის გარეშე. მუხლი 20. დამცავი ზომები იმ შემთხვევაში, თუ ცოფი ან სხვა დაავადება ან ინფექცია დაფიქსირდება ან გავრცელდება სხვა ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე და შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული ზომა დაუყოვნებლივ და სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე: ა) შეაჩეროს შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილება ან ტრანზიტი სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან; ბ) განსაზღვროს სპეციალური პირობები შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან. მუხლი 21. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. სააგენტო და სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან, მიაწოდონ საზოგადოებას მკაფიო და ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილების შესახებ ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის მოქმედი მოთხოვნების თაობაზე და ამ წესით განსაზღვრულ გადაადგილებაზე შესაბამისობის შემოწმების წესების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ჩამონათვალს: ა) კვალიფიკაცია, რომელიც მოეთხოვება პირებს, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრულ ტრანსპონდერის იმპლანტაციას; ბ) ამ წესის დანართი №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების ახალგაზრდა შინაური ბინადარი ცხოველებისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირობებზე ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისები; გ) პირობები, რომელიც მოქმედებს შინაური ბინადარი ცხოველების ქვეყნის ტერიტორიაზე არაკომერციულ გადაადგილებასთან დაკავშირებით და არ შეესაბამება ამ წესის მე-4 ან მე-8 მუხლს; დ) ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შედგენილი, მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნების ჩამონათვალი, მათ შორის, ამ წესის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემოწმებების განმახორციელებლის (სამსახურის) მითითებით; ე) ამ წესის დანართი №1-ის „ბ“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების ახალგაზრდა შინაური ბინადარი ცხოველების ქვეყნის ტერიტორიაზე არაკომერციული გადაადგილების მიმართ მოქმედი პირობები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. 3. სამსახურმა და სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. მუხლი 22. ტექნიკური მოთხოვნები ტრანსპონდერთან დაკავშირებით ტრანსპონდერები: ა) უნდა აკმაყოფილებდნენ ISO სტანდარტს 11784 და გამოყენებული უნდა იქნეს HDX ან FDX-B ტექნოლოგია; ბ) მათი წაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს წამკითხველი მოწყობილობით, რომელიც შეესაბამება ISO სტანდარტ 11785-ს. მუხლი 23. ვალიდურობის მოთხოვნები ცოფის ვაქცინაციასთან დაკავშირებით 1. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა: ა) არ უნდა იყოს ცოცხალი მოდიფიცირებული ვაქცინა და უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას, იყოს: ა.ა) თითოეულ დოზაზე, სულ მცირე, ერთი ანტიგენური ერთეულის ინაქტივირებული ვაქცინა (რეკომენდაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ); ა.ბ) რეკომბინირებული ვაქცინა, რომელიც გამოხატავს ცოფის ვირუსის საიმუნიზაციო გლიკოპროტეინს ცოცხალი ვირუსის ვექტორში; ბ) თუ გამოიყენება, უნდა იქნეს რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის ეკვივალენტური მოთხოვნების შესაბამისად; გ) თუ გამოიყენება, უნდა იქნეს აღიარებული ან ლიცენზირებული კომპეტენტური ორგანოს მიერ და აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთის ცხოველებისთვის დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში ცოფის შესახებ თავის შესაბამის ნაწილში განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ვაქცინაცია ჩატარებულია ავტორიზებული ვეტერინარის მიერ; ბ) ვაქცინაციის დღეს შინაური ბინადარი ცხოველი იყო, სულ მცირე, 12 კვირის; გ) ვაქცინის ჩატარების თარიღი მითითებულია ავტორიზებული ვეტერინარის ან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაქცინააციის ჩატარების თარიღი წინ არ უსწრებს ტრანსპონდერის იმპლანტაციის ან დასვირინგების თარიღს, ან სვირინგის ან ტრანსპონდერის წაკითხვის თარიღს, რომელიც მითითებულია საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში; ე) ვაქცინაცია ვალიდურია იმ მომენტიდან, როდესაც ყალიბდება დამცავი იმუნიტეტი, რომელიც არ უნდა იყოს პირველადი ვაქცინაციისთვის მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი ვაქცინაციის პროტოკოლის დასრულებიდან 21 დღეზე ნაკლები და გრძელდება დამცავი იმუნიტეტის პერიოდის დასრულებამდე, თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ტექნიკურ სპეციფიკაციაში ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ აღიარებაში ან ლიცენზიაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში ან მის ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ვაქცინა გამოიყენება. ვაქცინაციის ვალიდურობის (მოქმედების) პერიოდი მიეთითება ავტორიზებული ვეტერინარის ან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში; ვ) რევაქცინაცია უნდა ჩაითვალოს პირველად ვაქცინაციად იმ შემთხვევაში, თუ რევაქცინაცია არ განხორციელდა წინა ვაქცინაციის ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოქმედების ვადაში. მუხლი 24. ვალიდურობის მოთხოვნები ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტთან დაკავშირებით 1. ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტის ჩასატარებლად საჭირო სისხლის ნიმუში უნდა აიღოს და დოკუმენტურად დაამოწმოს ავტორიზებულმა ვეტერინარმა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის ნაწილში. 2. ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის: ა) ტესტი უნდა ჩატარდეს აღებულ სისხლის ნიმუშზე ვაქცინაციის ჩატარების თარიღიდან, სულ მცირე, 30 დღეში და: ა.ა) სულ მცირე, სამი თვით ადრე: ა.ა.ა) იმ სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან არაკომერციული გადაადგილების თარიღამდე, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ჩამონათვალში (სიაში); ა.ა.ბ) ან მათი ტრანზიტის თარიღამდე სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, სადაც არ სრულდება ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები; ა.ბ) ან მანამ, სანამ შინაური ბინადარი ცხოველი დატოვებს ქვეყანას ან სხვა ქვეყანას, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში (სიაში), გადასაადგილებლად ან ტრანზიტისთვის; საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს, რომ ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტი ჩატარდა ხელსაყრელი შედეგით გადაადგილების თარიღამდე; ბ) ტესტით უნდა დადგინდეს ცოფის ვირუსზე ანტისხეულის განეიტრალების დონე შრატში, რომელიც უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 0,5 IU/ml-ს და გამოყენებული უნდა იქნეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთის ცხოველებისთვის დიაგნოსტიკური ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელოში ცოფის შესახებ თავის შესაბამის ნაწილში აღწერილი მეთოდი; გ) ტესტი უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში; დ) ტესტი არ უნდა განახლდეს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამაკმაყოფილებელი შედეგის შემდეგ, იმ პირობით, რომ შინაური ბინადარი ცხოველის ვაქცინაცია განმეორებით ჩატარდა წინა ვაქცინაციის ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ვალიდურობის პერიოდის განმავლობაში. მუხლი 25. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები