საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2018
ვებგვერდი, 11/12/2018
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

 

საანგარიშო პერიოდად აღებულია 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი.

 

საანგარიშო პერიოდში კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 67, ნაწილობრივ – 20, არ დაკმაყოფილდა 4, ხოლო 3 (სამი) განცხადება პასუხის გაცემის მიზნით კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტს კანონით დადგენილ ვადებში წარმოებაში ერიცხება. ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით.

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის

3 იანვრის №3 ბრძანების შესაბამისად, კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი ელეონორა ლაგვილავა. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებდა როგორც კომისიის ელექტრონული ფოსტით (publicinfo@gnerc.org ), ასევე კანცელარიით საჯარო ინფორმაციის გაცემის ან განმარტების მოთხოვნის თაობაზე შემოსული წერილების რეესტრს.

 

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) კორესპონდენციიდან მოთხოვნილი იყო:

 

სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ

10.05.2018წ. №6002/01 წერილით – კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების სრული სია, რომელშიც წარმოდგენილ იქნება სუბიექტების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

24.09.2018წ. №11208/01 წერილით – შპს „აუდიტ ენდ ქონსალთინგ გრუპის“, შპს „ბიდიოს“ და შპს „მორისონ ჯორჯიას“ მიერ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან მიმართებაში განხორციელებული 2016 და 2017 წლების საანგარიშგებო პერიოდების აუდიტორული მომსახურების თაობაზე ინფორმაცია, კერძოდ, განხორციელდა თუ არა მათ მიერ აღნიშნული სუბიექტებისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და შესაბამისი დასკვნების წარმოდგენა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, განემარტა, რომ კომისიას თავის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მიერ კომისიაში წარმოდგენილი არც ერთი აუდიტორული კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და შესაბამისი დასკვნის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოუთქვამს. ვინაიდან აუდიტის ხარისხისა და აუდიტორთა კვალიფიკაციის შეფასება არ წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას, კომისია ეჭვქვეშ არ აყენებს რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის აუდიტორული კომპანიების მიერ დადასტურებულ ანგარიშგებაში ასახულ ფინანსურ მაჩვენებლებს);

24.10.2018წ. №12839/01 წერილით – შპს „ნექსის თიეი“-ს, შპს „ფი-ქეი-ეფ ჯორჯიას“, შპს

„აუდიტი XXI“-ს და შპს „აუდიტსერვისი 2009“-ის მიერ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან მიმართებაში განხორციელებული აუდიტორული მომსახურების შესახებ, კერძოდ, განხორციელდა თუ არა მათ მიერ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის ფანანსური ანგარიშგების აუდიტი და დასკვნების წარმოდგენა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, განემარტა, რომ კომისიას თავის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მიერ კომისიაში წარმოდგენილი არც ერთი აუდიტორული კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და შესაბამისი დასკვნის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოუთქვამს. ვინაიდან აუდიტის ხარისხისა და აუდიტორთა კვალიფიკაციის შეფასება არ წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას, კომისია ეჭვქვეშ არ აყენებს რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის აუდიტორული კომპანიების მიერ დადასტურებულ ანგარიშგებაში ასახულ ფინანსურ მაჩვენებლებს);

„საქართველოს კონკურენციის სააგენტოს“ მიერ 31.10.2018წ. №13142/01 წერილით – საავტომობილო გაზგასამართ სადგურებზე ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების შესახებ, დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, 2018 წლის მდგომარეობით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს პარლამენტის წევრ ო. კახიძის მიერ 02.10.2018წ. №11840/01 წერილით – ქ. გორის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის 1.0მ 3 -ის სარეალიზაციო ფასის (ტარიფის)

ხარჯთაღრიცხვა - კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების შემდეგ - 2013

წლის დეკემბრამდე; ამავე ფასის ცვლილება 2018 წლამდე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ

24.10.2018წ. №12803/01 წერილით – სს „საქორგგაზის“ 2018 წლის 4 ივლისის სატარიფო განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელი პირების მიერ:

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ

05.01.2018წ. №114/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმის ჩანაწერი და განმარტებითი ბარათების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

12.04.2018წ. №4596/01 წერილით – კომისიის დადგენილება, რომლითაც აუდიტორული კომპანია BDO-ს დასკვნის საფუძველზე დაუდგინდა ტარიფი შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, შესაბამისი განმარტებითი ბარათი და სხდომის ოქმი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს „თელასის“ მიერ

28.12.2017წ. №16710/01 წერილით – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (სს „თელასისთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით) კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

23.01.2018წ. №736/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №69/3 გადაწყვეტილების შესახებ კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის სხდომის ოქმი ნაბეჭდი ფორმით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად იმ გამონაკლისით, რომ ინფორმაცია გაიცა იმ ფორმით, როგორც ინახება კომისიაში, კერძოდ, კომისიის საჯარო სხდომის ოქმი მიეწოდა ელექტრონული ფორმით და არა ნაბეჭდი სახით, რადგან კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს № 12 დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული წარმოების დებულების“ 62-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო სხდომის ოქმი იწარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით);

03.09.2018წ. №10371/01 წერილით – თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების თაობაზე კომისიის 2018 წლის 3 ივლისის, 9, 10, 16 და 23 აგვისტოს სხდომების ოქმებიდან ჩანაწერები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში არარსებობის გამო, არ მიეწოდა 3 ივლისის, 9, 10 და 21 აგვისტოს კომისიის საჯარო სხდომებიდან ამონარიდები, რადგან 9 აგვისტოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი არ იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული და, შესაბამისად, არ განხილულა, ხოლო 3 ივლისს, 10 და 21 აგვისტოს კომისიის საჯარო სხდომები არ ჩატარებულა);

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ

25.01.2018წ. №883/01 წერილით – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ჯეოსტილს“ შორის არსებული დავის შესახებ კომისიის 2018 წლის 22 და 24 იანვრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

04.04.2018წ. №4308/01 წერილით – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ჯეოსტილს“ შორის არსებული დავის შესახებ კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

07.09.2018წ. №10535/01 წერილით – „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ქვესადგურებში თავისუფალი სიმძლავრეების დადგენისას ქსელის დაგეგმვის კრიტერიუმების გამოყენების მართებულობის შესახებ“ და შპს „ნაფარეულის ძველ მარანსა“ და სს „ენერგო- პრო ჯორჯიას“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2018 წლის 23 და 30 აგვისტოსა და 6 სექტემბრის საჯარო სხდომებიდან ამონარიდები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

19.11.2018წ. №14043/01 წერილით – თბოსადგურისთვის გენერაციის ტარიფის დათვლისას გაზის ერთეულის ფასი კილოვატსაათზე, განსხვავებული ფასით გაზის შესყიდვის შემთხვევაში მისი ტარიფში ასახვის შესაძლებლობა, პროცედურები და ვადები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „ვარკეთილაირის“ მიერ 13.12.2017წ. №16129/01 წერილით – შპს „ვარკეთილაირის“ მიერ 2004 წელს ლიცენზიის მისაღებად და 2007 წელს ტარიფების გაანგარიშებისთვის კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „ვიპ-სერვისის“ მიერ

05.12.2017წ. №15743/01 წერილით – შპს „ბორჯომიგაზსა“ და სს „საქორგგაზზე“ გაცემული ყველა ლიცენზია დანართებითა და პირველადი მასალებით, კომისიის 2016 წლის 13 ივლისის №48/36 და 2013 წლის 18 დეკემბრის №34/2 გადაწყვეტილებები დანართებითა და პირველადი მასალებით, კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომის ოქმი შპს „ვიპ სერვისის“ შესახებ, ინფორმაცია 2017 წლის 14 სექტემბრიდან დაინტერესებულის პირის მიერ შპს „ვიპ სერვისის“ ლიცენზიის განხილვის შესახებ განაცხადის ან პრეტენზიის კომისიაში წარმოდგენის შესახებ, განმარტება, კომისიის რომელი სამართლებრივი აქტით მოხდა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებზე უვადო ლიცენზიების გაცემა; აღნიშნულთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სპს „იაგანაშვილი და ორველაშვილის“ მიერ 24.09.2018წ. №11189/01 წერილით – ინფორმაცია სპს „იაგანაშვილი და ორველაშვილის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის მიწოდება/განაწილების შესახებ ლიცენზიების თაობაზე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს გეს „საქრუსენერგოს“ მიერ 18.01.2018წ. №641/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 19 დეკემბრის #41 დადგენილების განმარტებითი ბარათი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „რუსენერგოსერვისის“ მიერ 12.04.2018წ. №4585/01 წერილით – 2007 წლიდან 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, წლების მიხედვით, ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების შესახებ (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი); სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი, ლიცენზიისთვის საჭირო დოკუმენტაცია: საწარმოს ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და შეფასების (აუდიტის) დასკვნა, წარმოების საშუალებების ფლობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი, ამონაწერი საჯარო რესტრიდან, საკადასტრო რუკა და ელექტროენერგიის განაწილების ქსელის ელექტრონული რუკა ქ. რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრებისა და წლების (2007წ. - 2018წ. 12 აპრილი) მიხედვით, შპს „რუსენერგოსერვისის“ (ს/ნ 216375571) საკუთრებაში არსებული აქტივების სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ფლობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ კომისიისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, 2007 წლიდან დღემდე, წლების მიხედვით: შპს „რუსენერგოსერვისის“ (ს/ნ 216375571) აქტივების ტექნიკური ანგარიშის ნაწილები, ფინანსური ანგარიშიდან „მესამე პირების კუთვნილ ქსელში ე. ენერგიის გატარების ხარჯის“ ან/და „იჯარის ხარჯის“ ნაწილებზე დაყრდნობით შპს „რუსენერგოსერვისის“ აქტივებით სარგებლობისთვის გაღებული ხარჯი (საფასური)

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სრულად მიეწოდა კომისიაში არსებული ინფორმაცია და უარი ეთქვა იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც კომისიაში არ არსებობს, კერძოდ, არ მიეწოდა ინფორმაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ქსელის ელექტრული რუკების შესახებ მათი არარსებობის გამო, სს „რუსენერგოსერვისის“ აქტივების ტექნიკური ანგარიშები კომისიაში მათი არარსებობის გამო და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ კომისიაში 2007 წლიდან დღემდე წარმოდგენილი ანგარიშები რეგიონებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, რადგან ინფორმაცია მოთხოვნილი სახით კომისიაში არ არსებობდა (არსებული ანგარიშები მოიცავდა ჯამურ ინფორმაციას);

სს „გამას“ მიერ 25.05.2018წ. №6554/01 წერილით – სს „გამაზე“ (ს/ნ 231167563) გაცემული ლიცენზიის სერია 14, №028 დანართის ასლი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

 

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ:

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ

24.05.2018წ. №6471/01 წერილით – 2017 წელს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების, სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით; მათზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ მოხსენებითი ბარათების ასლები; 2018 წელს კომისიის შრომის ანაზღაურების ფონდიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატებისთვის განსაზღვრული თანხები; 2017 წელს საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;

2017 წელს ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამური ოდენობა, ამ ხარჯების შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია მივლინების თარიღის, მიზნისა და ქვეყნის მითითებით; 2017 წელს „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა; 2017 წელს სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების ჯამური ოდენობა;

2017 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჯამური ოდენობა; 2017 წელს სტუმრების გამასპინძლებასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროისა და ადგილის მითითებით; 2017 წელს საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა; საწვავის მოხმარებაზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები; დღეის მდგომარეობით, ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი; 2017 წელს მოქმედი საშტატო ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით; დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების მითითებით; 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა; 2017 წელს გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა გათავისუფლების მიზეზების მითითებით; 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში შესული, კომისიის წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნის და დაკისრებული პასუხისმგებლობის მითითებით; არსებობის პირობებში რეგრესის წესით კომისიის თანამშრომლებისგან მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა და ამ საკითხზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების რაოდენობა; 2017 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების ოდენობა, მათ შორის, სატელევიზიო, ინტერნეტ, სოციალური ქსელის, საბეჭდი მასალების, ბროშურების, ბუკლეტების და სხვა სარეკლამო ხარჯები; 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ შექმნილი ახალი მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალი და მათი აღწერილობა, მათგან რომელი განთავსდა ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში; ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2016-2017 წლებში სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, 2016-2017 წლებში სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან მიღებული რეკომენდაციების ასლები; 2016-2017 წლებში კომისიის მიერ საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, კლასიფიკაციის მიხედვით (მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ინფორმაცია გაიცა სრულად, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა, კერძოდ, მოთხოვნილი ინფორმაცია – საშტატო ნუსხა მიეწოდა თანამდებობრივი სარგოს მითითების გარეშე, შემდეგი სამართლებრივი გარემოების გამო: კომისიაში დასაქმებული პირები არ არიან თანამდებობის პირები და არც საჯარო მოხელეები და მათი პერსონალური (მათ შორის, შრომის ანაზღაურების) ინფორმაცია დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლით);

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ

21.09.2018წ. №11056/01 წერილით – წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების ჩამონათვალი მათი დაფარვის არეალების, მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მიხედვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

24.10.2018წ. №12834/01 წერილით – ინფორმაცია, თუ რით არის განპირობებული განსხვავებული ტარიფების დადგენა სხვადასხვა ტერიტორიებთან მიმართებით, არის თუ არა გათვალისწინებული დევნილებისთვის რამე შეღავათები ბუნებრივი აირის ტარიფზე, როგორ მოხდა გადასახდელი თანხის დაანგარიშება იმ დევნილებისთვის, რომლებიც 2008-2012 წლებში მოხმარებულ ბუნებრივ აირზე არ იხდიდნენ გადასახადს, რამ განაპირობა დევნილებისთვის ამ პერიოდში გახარჯული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის მოთხოვნა და აღნიშნულის თაობაზე გაფორმდა თუ არა ხელშეკრულებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სს „საქორგგაზს“ შორის, არსებობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულების ასლი; დევნილის მიერ ძველი დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში რა სახის ღონისძიებები ტარდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ თანაშრომლების მხრიდან, რით არის გამოწვეული, რომ საქაშეთის დასახლებაში მხოლოდ კოტეჯების ნაწილია გაზიფიცირებული და იგეგმება თუ არა ახლო მომავალში საქაშეთისა და დევნილთა დასახლებების გაზიფიცირება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ

15.03.2018წ. №2984/01 წერილით – 2012-2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პიარ მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულებების ოდენობა, კომპანიების დასახელება, ხელშეკრულების საგანი და ღირებულება ჩაშლილად, წლების მიხედვით; 2012-2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით კომისიის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის სარეკლამო ხარჯი რეკლამის/სპონსორობის/ტელეშოპინგის/პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/ მომსახურების) წარმოების, განთავსების, გავრცელების ხარჯის რაოდენობა, ჩაშლილად, წლების მიხედვით, რეკლამის განთავსების ადგილის და იმ კომპანიის დასახელების მითითებით, რომელმაც რეკლამა დაამზადა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

15.03.2018წ. №2985/01 წერილით – 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდში კომისიის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის (კოდი 224 ეკონომიკური კლასიფიკაციით) ოდენობა; რა ხარჯი იყო გაწეული მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე (კოდი 2241), წვეულებებსა და ღონისძიებებზე (კოდი 2242), საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე (კოდი 2243); ოფიციალური სადილების/მიღებების/საექსკურსიო და კულტურულ სანახაობითი გამართვის თარიღი და მიზნობრიობა; მონაწილე პირთა რაოდენობა ოფიციალურ სადილებზე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ინფორმაცია მიეწოდა სრულად იმ ფორმით, როგორითაც ინახება კომისიაში, არ მიეწოდა ინფორმაცია კომისიის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის შესახებ, კოდი 224 ეკონომიკური კლასიფიკაციით, განემარტა, რომ მოთხოვნილი კლასიფიცირებული ფორმით მონაცემები კომისიაში არ არსებობს, რადგან კომისია ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის არ იყენებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №671 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციას“);

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ

08.12.2017წ. №15912/01 წერილით – კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრების, აღმასრულებელი დირექტორისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება, მათთვის 2016 წელს და 2017 წლის 11 თვის მანძილზე გაცემული ხელფასის, პრემიისა და დანამატის შესახებ, თანამდებობებისა და თვეების მიხედვით, 2016 წელს და 2017 წლის 11 თვის მანძილზე კომისიის სამივლინებო თანხების შესახებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სამივლინებო ტერიტორიული ერთეულების მითითებით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, კერძოდ, კომისიის აპარატის ხელმძღვანელი პირების ყოველთვიური ანაზღაურების, მათ მიმართ 2016 წელს და 2017 წლის 11 თვის მანძილზე გაცემული ხელფასისა და პრემიის შესახებ, რადგან მითითებული პირები არ არიან საჯარო მოხელეები და, შესაბამისად, მათი პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლით);

20.12.2017წ. №16382/01 წერილით – ინფორმაცია, თუ რა პერიოდს მოიცავდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და სს „საქორგგაზის“ მიერ განხორციელებული

2 მლნ 400 ათას ლარზე მეტი თანხის დარიცხვა, რომლის ჩამოწერის გადაწყვეტილებაც მიიღო კომისიამ; აღნიშნული თანხა ჩამოიწერა მოქალაქეების ან კომპანიების მომართვიანობის შედეგად თუ კომისიის ინიციატივით, ეხებოდა მხოლოდ მოქალაქეებს თუ არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებს; რამდენი იყო ჯარიმების რიცხობრივი ჯამი, რის საფუძველზე ჩამოიწერა ეს თანხა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა კომისიის გადაწყვეტილებები ფიზიკური პირების მიმართ, რადგან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს);

17.01.2018წ. №541/01 წერილით – ინფორმაცია, კომისიის მიერ დაკმაყოფილებული 63 გადაწყვეტილების მიხედვით, სადაც მომჩივანი მხარეა ფიზიკური პირები, სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და სს „საქორგგაზის“ მიერ რა ოდენობის ფინანსური სანქციები იყო გამოყენებული, თითოეული კომპანიისათვის ცალ-ცალკე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

17.01.2018წ. №542/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში არსებული სამართალწარმოების მასალები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

20.02.2018წ. №2112/01 წერილით – ინფორმაცია, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში რამდენმა პირმა მომართა კომისიას განცხადებით/საჩივრით შეცდომით ან/და ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირების მოთხოვნით, რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რა გახდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა ინფორმაცია განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების სტატისტიკის შესახებ, კომისიაში მისი არარსებობის გამო);

ა(ა)იპ „მომხმარებელთა და გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის“ მიერ

20.04.2018წ. №5156/01 წერილით – ბუნებრივი გაზის რეალიზაციაზე ავტოგასამართი სადგურების მფლობლებზე კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები

(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში არარსებობის გამო, განმცხადებელს განემარტა, რომ ავტოგასამართი სადგურების მეშვეობით ბუნებრივი გაზის რეალიზაცია არ წარმოადგენს კომისიის მიერ ლიცენზირებად საქმიანობას);

27.06.2018წ. №7748/01 წერილით – საქართველოში მოქმედი ავტომანქანების ბუნებრივი გაზის საწვავად განაწილების ლიცენზიატების არსებობა და მათზე კომისიის მიერ ლიცენზიების გაცემა, გაცემული ლიცენზიებისა და ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი საბუთების ასლები

(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში არარსებობის გამო);

27.07.2018წ. №9037/01 წერილით – ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ ლიცენზიების მისაღებად კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

  „იურისტთა საერთაშორისო სახლის“ მიერ

21.02.2018წ. №2174/01 წერილით – სს „ნიას“ რამდენი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ეკუთვნის და რამდენკილოვატიანია აღნიშნული საჰერო ხაზები (მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში არარსებობის გამო);

21.02.2018წ. №2173/01 და 23.03.2018წ. №3324/01 წერილებით – კომისიის 2001 წლის #12 დადგენილების ცხრილ 1-ში მითითებული ენერგოკომპანიებისა და მომხმარებლების დასახელება, სემეკის 2001 წლის №12 დადგენილებით რომელი ენერგოკომპანიებისა და მომხმარებლების ტარიფები იყო დადგენილი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

  „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ მიერ

30.04.2018წ. №5512/01 წერილით – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დანიშვნის დღიდან 2018 წლის 1 აპრილამდე, თითოეულ თვეში, დავით ნარმანიას მიერ მიღებული ანაზღაურების ოდენობა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ

05.12.2018წ. №15761/01 წერილით – სს „თელასისა“და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2018-2022 წლებში ქსელის განვითრების 5-წლიანი განვითარების გეგმები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

05.10.2018წ. №11995/01 წერილით – 2012-2018 წლებში ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარების შესახებ, მომხმარებელთა კატეგორიებისა და ძაბვების საფეხურების მიხედვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

LLC Construction-Engineering Company Geoenergy- ის მიერ

20.07.2018წ. №8772/01 წერილით – საქართველოში არსებული მოქმედი წყალმომარაგების ლიცენზიატების ჩამონათვალი, კერძოდ, ლიცენზიატთა დასახელება, მოქმედების არეალი და მოქმედების ვადა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

აიპ „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“ მიერ

16.04.2018წ. №4820/01 წერილით – 2003 წლიდან დღემდე რამდენჯერ მიმართეს კომისიას ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

 

სხვადასხვა:

პოლიტიკური პარტია „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ

08.01.2018წ. №198/01 წერილით – კომისიის 2017 წლის 27 დეკემბერს კომისიის საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული აქტის ასლი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა სს „თელასისა“ და სს „ენერგო-

პრო ჯორჯიას“ სატარიფო განაცხადებზე თანდართული საგადასახადო, საბანკო და პერსონალური ინფორმაცია, რომელიც კომისიის მიერ კომერციულ საიდუმლოებად არის მიჩნეული);

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ

21.12.2017წ. №16423/01 წერილით – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის დადგენილების პროექტი (სს „თელასისა“ და სს

„ენერჯო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის შესახებ) და სს „თელასისა“ და სს „ენერჯო-პრო ჯორჯიას“ სატარიფო განაცხადები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა საგადასახადო, საბანკო და პერსონალური მონაცემების შემცველი, ასევე კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია);

22.01.2018წ. №673/01 წერილით – სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის გაზრდის თაობაზე კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №48 და #№9 დადგენილებების სამართლებრივი დასაბუთებები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

03.07.2018წ. №7962/01 წერილით – დაწესებულების ხელმძღვანელის, მისი მოადგილეებისა და უშტატო თანამშრომლების მიერ მიღებული შრომის ანაზღაურება და სხვა თანხები ივნისის თვისათვის, ავტომაქანების ჩამონათვალი, რომელიც ემსახურება კომისიას, სამივლინებო და წარმომადგენლობიღი ხარჯები 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სარეკლამო ხარჯის ოდენობა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სტუდია „მონიტორის“ მიერ

19.12.2017წ. №16367/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2008-2014 წლებში კომისიაში წარმოდგენილი ყველა ანგარიშის ასლი, რომლებიც ეხება მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობას

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2008 წლის ანგარიში კომისიაში მისი არარსებობის გამო, განემარტა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებლის საქმიანობის-მომსახურების პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა დამტკიცდა კომისიის 2009 წლის 24 სექტემბრის №15/21 გადაწყვეტილებით, რომლის ფარგლებშიც პირველი ანგარიშგების პერიოდს წარმოადგენდა 2009 წელი);

29.12.2017წ. №16737/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „რუსთავის წყლის“, „მცხეთის წყლისა“ და „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყველა ანგარიშის ასლი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა: შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის“ შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია, რადგან ის არ არის კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატი საწარმო და არ ხდება მისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა; ლიცენზიატი საწარმოების 2008 და 2017 საანგარიშგებო პერიოდების წლიური ანგარიშები კომისიაში მათი არარსებობის გამო (განემარტა, რომ ანგარიშგების ფორმა დამტკიცდა კომისიის 2009 წლის 24 სექტემბრის №15/21 გადაწყვეტილებით და პირველი ანგარიშგების პერიოდი იყო 2009 წელი, ხოლო 2017 წლის ანგარიში წარმოდგენილ იქნება არა უგვიანეს პირველი მაისისა); შპს „რუსთავის წყლის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიში საწარმოს მიერ სასამართლოში მისი ღიად ცნობის ნაწილში გასაჩივრების გამო);

16.01.2018წ. №515/01 წერილით – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2017 და 2016 წლების ფინანსური ანგარიშების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ 2017 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიში კომისიაში მისი არარსებობის გამო, განემარტა, რომ საწარმო ვალდებულია აღნიშნული პერიოდის წლიური ანგარიშგება კომისიაში წარმოადგინოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 მაისისა);

23.01.2018წ. №764/01 წერილით – 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და მისი შვილობილი კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა და ამავე პერიოდში იმ აქტივების ღირებულება, რომელიც დააფინანსა მესამე მხარემ, სახელმწიფო უწყებებმა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა 2017 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, რადგან ლიცენზიატი საწარმოები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვალდებული არიან აღნიშნული წლის ანგარიში კომისიაში წარმოადგინონ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში);

30.01.2018წ. №1072/01 წერილით – ინფორმაცია, თუ რამდენი ლარის ინვესტიცია განახორციელა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და მისმა შვილობილმა კომპანიებმა („რუსთავის წყალი“, „მცხეთის წყალი“, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა) 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, წლების მიხედვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა 2017 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, რადგან ლიცენზიატი საწარმოები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვალდებული არიან აღნიშნული წლის ანგარიში კომისიაში წარმოადგინონ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში);

06.02.2018წ. №1468/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და მისი შვილობილი კომპანიების, „რუსთავის წყლისა“ და „მცხეთის წყლის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყველა სატარიფო განაცხადის ასლი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა შპს „რუსთავის წყლის“ 2015 წლის სატარიფო განაცხადი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ღიად ცნობის ნაწილში გასაჩივრების გამო);

17.04.2018წ. №4880/01 წერილით – 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რამდენია შპს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ყველა მისი შვილობილი კომპანიის ჩათვლით) იმ აქტივების ღირებულება, რომელიც მესამე მხარის დაფინანსებით შეიქმნა, ინფორმაცია მესამე პირებისა და მათ მიერ შექმნილი აქტივების შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა 2017 წლის მონაცემები კომისიაში მისი არარსებობის გამო, რადგან აღნიშნული ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ იქნება მ/წ პირველ მაისამდე);

07.05.2018წ. №5921/01 წერილით – შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 19 მარტის #638 მოხსენებითი ბარათი, რომელიც საფუძვლად უდევს ავტომობილების შესყიდვის შესახებ SPA18 0003105 ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

22.05.2018წ. №6394/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და მისი შვილობილი კომპანიების, „მცხეთის წყლისა“ და „რუსთავის წყლის“ მიერ 2017 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

24.10.2018წ. №12833/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ კომისიაში 2010-2018 წლებში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადები, ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომლებიც ეხება კომპანიის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

13.11.2018წ. №13843/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2016 და 2017 წლების ფინანსური ანგარიშების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ

26.01.2018წ. №950/01 წერილით – ყველა იმ დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომლებიც უკავშირდება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, კომისიაში კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის №66/138 გადაწყვეტილებოის თანახმად დაწყებულ და 27.12.2017 №49 დადგენილებით დასრულებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას; მათ შორის, კომისიაში შესული სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“

2017 წლის 24 აგვისტოს №2227992 და 2017 წლის 30 აგვისტოს №2228485 წერილები ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მოთხოვნით, ტარიფის დადგენისათვის საჭირო თანდართულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციასთან ერთად

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „საბუდარას“ მიერ

16.10.2018წ. №12345/01 წერილით – შპს „საბუდარასა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავაზე კომისიაში არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურის“ მიერ

01.05.2018წ. №5612/01 წერილით – გაზგამანაწილებელი კომპანიების, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ ყოველწლიური კომერციული და ტექნიკური დანაკარგები და ყოველწლიური კაპიტალდაბანდებები 2006-2007 წლების განმავლობაში

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „არჩი ჯგუფის“ მიერ

02.04.2018წ. №4152/01 წერილით – შპს „არჩი ჯგუფსა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოებისა და კომისიის 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე საჯარო განხილვის მასალები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „მშენებლის“ მიერ

09.02.2018წ. №1697/01 წერილით – შპს „მშენებლის“ საქმესთან დაკავშირებით შპს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საქმის მასალები, აღნიშნული მასალების კომისიაში წარმოდგენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კომისიის საჯარო სხდომების აუდიო ჩანაწერები, შპს „მშენებლის“ საჩივარზე თანდართული CD დისკი, რომელიც გადმოცემულია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „გუდაური სქი რესორტის“ მიერ

12.01.2018წ. №380/01 წერილით – კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრულია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფები, როგორც სასმელი წყლის მიწოდების, ისე წყალარინების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

 

ფიზიკური პირების მიერ:

05.12.2017წ. №15789/01 განცხადება – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და მოქალაქეებს შორის არსებულ დავებზე კომისიის 2017 წლის 4, 5, 7 და 8 დეკემბრის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

04.01.2018წ. №47/01 განცხადება – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების (ბოძების) ოდენობა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

09.01.2018წ. №242/01 განცხადება – ინფორმაცია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გარდა კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სხვა სუბიექტი ფლობს თუ არა 0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული კომპანიების სია და მათი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების (ბოძების) ოდენობა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

10.01.2018წ. №289/01 განცხადება – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებულ დავებზე კომისიის 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმებიდან ამონარიდები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

18.01.2018წ. №616/01 განცხადება – ფიზიკურ პირსა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის არსებული დავის შესახებ კომისიაში არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, სხდომის ოქმი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

23.01.2018წ. №765/01 განცხადება – სხვადასხვა სიმძლავრის, ძირითადად მცირე ჰესების მონაცემები, მფლობელის ტელეფონის ნომრებისა და ობიექტის სიმძლავრის მითითებით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

26.01.2018წ. №923/01 განცხადება – ინფორმაცია, რა დროიდან დადგინდა სს „თელასის“ მიმართ ტარიფების მოხმარების საფასურის მიხედვით: 101 კვტსთ-ის ჩათვლით 12.98 თეთრი/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ს ჩათვლით 16.992 თეთრი/კვტსთ; 301 კვტსთ- დან და მეტი 21.4760 თეთრი/კვტსთ; როგორ უნდა დაანგარიშდეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ზემოაღნიშნული ტარიფების მიხედვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

02.02.2018წ. №1356/01 განცხადება – 2016 წელს კომისიის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, რუთაველის ქ. №41-ში მდებარე სახლში გაზის სისტემის და გაზქურების გამართულობის შესახებ შემოწმების აქტის ასლი

(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კომისიაში დოკუმენტის არარსებობის გამო);

13.02.2018წ. №1811/01 განცხადება – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განაწილების ლიცენზიის პირობები, რომლის საფუძველზეც ის ახორციელებს საქმიანობას ს. თხინვალასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

14.02.2018წ. №1854/01 განცხადება – ფიზიკური პირის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყველა განცხადება და მათზე გაცემული პასუხების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

16.02.2018წ. №1980/01 განცხადება – დაბა ბაკურიანში მცხოვრები მოქალაქეების 24.11.2017

წლის №15317/01 ადმინისტრაციული საჩივრის პასუხი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

27.02.2018წ. №2442/01 განცხადება – საქართველოს მასშტაბით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 10,6 და 0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები

(მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში არარსებობის გამო);

29.03.2018წ. №3707/01 განცხადება – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და მოქალაქეებს ან/და იურიდიულ პირებს შორის არსებულ დავებზე კომისიის 2017 წლის 29 მარტის სხდომის ოქმებიდან ამონარიდები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

29.03.2018წ. №3708/01 განცხადება – ფიზიკური პირის მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

16.04.2018წ. №4801/01 განცხადება – შპს „გრინდეველოპმენტსა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული დავის შესახებ კომისიის 2018 წლის 4 აპრილის სხდომის ჩანაწერი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

16.04.2018წ. №4813/01 განცხადება – ბუნებრივი აირის ღირებულება 2015, 2016, 2017, 2018 წლებში, რის საფუძველზე მოხდა ტარიფის ცვლილება და განსხვავდება თუ არა ს. თელათგორისათვის მიწოდებული გაზის ტარიფი სხვა რეგიონების ტარიფებისგან, რომელი საშუალებებით მიეწოდა მოსახლეობას ინფორმაცია ტარიფების ცვლილების შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

25.04.2018წ. №5336/01 განცხადება – ინფორმაცია 2016-2017 წლებში კომისიაში განხილული ყველა დავის შესახებ, სადაც მხარეს წარმოადგენს ბაზრის ოპერატორი/ლიცენზიატი/ექსპორტიორი/მიმწოდებელი და აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

25.04.2018წ. №5337/01 განცხადება – 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში მიკროსიმძლავრის (100 კვტ-ზე ნაკლები) ელექტროსადგურების რაოდენობა; 2016 წლის 31 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში მიკროსიმძლავრის (100 კვტ-ზე ნაკლები) ელექტროსადგურების რაოდენობა; 2015-2018 წლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების წლიურად გამომუშვებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობა; 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში მიკროსიმძლავრის (100 კვტ-ზე ნაკლები) ელექტროსადგურების რაოდენობა; მოცემული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებიდან რამდენი სარგებლობს ნეტო-აღრიცხვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

03.05.2018წ. №5789/01 განცხადება – საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში - ამბროლაური, ონი, თელავი, ახმეტა, დედოფლისწყარო, სენაკი, ხობი, კასპი, ბორჯომი, მარნეული, წალკა, ხელვაჩაური, შუახევი - ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარება 2017 წელს, თვეებისა და მომხმარებლის კატეგორიის მიხედვით, აბონენტთა რაოდენობის შესახებ 2017 წლის მონაცემები მუნიციპალიტეტების დონეზე (ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ) მთლიანი ქვეყნის მასშტაბით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

08.06.2018წ. №7019/01 განცხადება – ბუნებრივი აირის კომერციული და სამომხმარებლო ტარიფები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რეგიონების მიხედვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

19.06.2018წ. №7382/01 განცხადება – მაღალი, საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების მეშვეობით ბუნებრივი აირის გატარების ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე, 2008 წლიდან დღემდე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

06.07.2018წ. №8151/01 განცხადება – კომისიაში განცხადებების და საჩივრების მიღების, სამუშაოთა განხორციელების და განხილვის დადგენილი პროცედურის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლიცენზიატი კომპანიების მიერ მაათი უფლებების დარღვევის შესახებ მომართვიანობისას; სემეკის შინაგანაწესი ან/და სხვა დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს; სემეკის რომელი სტრუქტურული ერთეული არის პასუხისმგებელი სემეკის თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებასა და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში ამ სტრუქტურული ერთეულის მუშაობის მარეგულირებელი დოკუმენტი და ბოლო 2 წლის ანგარიშები; დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისა და ჩატარებული საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების პროცედურას; ბოლო 2 წლის განმავლობაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლიცენზიატი კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადების სტატისტიკის ამსახველი ინფორმაცია, დაჯგუფებული დავალების შესრულების ვადების მიხედვით; ბოლო 2 წლის განმავლობაში სემეკის თნამშრომელთა მიმართ გამოტანილი დისციპლინური გადაცდომების ამსახველი სტატისტიკა; ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ფინანსური, შესაბამისობის ან ეფექტიანობის აუდიტის შედეგების ამსახველი ანგარიშები; გამოიყენება თუ არა სემეკის მუშობაში ორგანიზაციული შიდა ხარისხის მართვის რომელიმე საერთაშორისო სისტემა და ფლობს თუ არა სემეკი შესაბამის სერტიფიკატს

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა კომისიის აპარატში შიდა აუდიტის/მონიტორინგის სამსახურის მუშაობის მარეგულირებელი დოკუმენტი და მონიტორინგის ანგარიშები, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისა და ჩატარებული საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების პროცედურის ამსახველი დოკუმენტაცია, ბოლო 2 წლის განმავლობაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლიცენზიატი კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადების სტატისტიკა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ფინანსური, შესაბამისობის ან ეფექტიანობის აუდიტის შედეგების ამსახველი ანგარიშები, კომისიაში მათი არარსებობის გამო. განემარტა, რომ კომისიამ დაიწყო აპარატში დასაქმებული პირისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის შემუშავება, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის; ხოლო სემეკის მუშაობაში ორგანიზაციული შიდა ხარისხის მართვის რომელიმე საერთაშორისო სისტემა არ გამოიყენება ასეთის საჭიროების არასებობის გამო);

19.07.2018წ. №8663/01 განცხადება – გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში სემეკის მიერ დაფიქსირებული სალიცენზიო პირობების დარღვევების შესახებ ჯამური მონაცემები, მათ შორის ჩაშლილი, წლების მიხედვით; გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის კონკრეტული ლიცენზიატის მიერ 2008-2018 წლებში სემეკში დაფიქსირებული სალიცენზიო პირობების დარღვევების შესახებ ინფორმაცია; გაზმომარაგების ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების ჯამური მონაცემები, მათ შორის ჩაშლილი წლების, გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატებისა და დავების ძირითადი მიზეზების მიხედვით; სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების საჯარო განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების ჯამური მონაცემები, მათ შორის ჩაშლილი წლების, გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატებისა და დავების ძირითადი მიზეზების მიხედვით; სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების საჯარო განხილვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების ჯამური მონაცემები, მათ შორის ჩაშლილი წლების, გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატებისა და დავების ძირითადი მიზეზების მიხედვით; სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების საჯარო განხილვის შედეგად გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიმართ მიღებული ჯამური ოდენობა, მათ შორის ჩაშლილი წლებისა და გადაწყვეტილების ტიპების მიხედვით; სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილი თანხების ჯამური მონაცემები., მათ შორის ჩაშლილი: წლების, გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლკიცენზიატის, გადაწყვეტილების მიღების წესის და დავების ძირითადი მიზეზების მიხედვით; საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის აზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2010 წლებში მომხმარებელკთა განხილვის გარეშე დატოვებული განცხადებების/საჩივრების ჯამური ოდენობა, მათ შორის ჩაშლილი: წლებისა და გაზმომარაგების გამანწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიხედვით; პროცედურა/დოკუმენტი, რომელიც აღწერს, თუ რა შემთხვევაში იღებს სემეკი გადაწყვეტილებას, რომ გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატის მიმართ მომხმარებელთა საჩივარი სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სემეკის მიერ ხორციელდება თუ არა გაზმომარაგების ქსელის ლიცენზიატების გეგმური ან არაგეგმური შემოწმება/მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც ფასდება, თუ რა პროცედურებით და ფაქტობრივად როგორ ხდება ლიცენზიატების მიერ საცალო მომხმარებლის მიერ შეტანილ განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება და გამოტანილი გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ მიეწოდა შემდეგი ინფორმაცია: გაზმომარაგების ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების ჯამური მონაცემები, სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების საჯარო განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების ჯამური მონაცემები, სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების საჯარო განხილვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების ჯამური მონაცემები, სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების საჯარო განხილვის შედეგად გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიმართ მიღებული ჯამური ოდენობა, სემეკის მიერ გაზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2018 წლებში საცალო მომხმარებელთა მიერ სემეკში შემოტანილი განცხადებების/საჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილი თანხების ჯამური მონაცემები, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის აზმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ლიცენზიატების მიერ 2008-2010 წლებში მომხმარებელთა განხილვის გარეშე დატოვებული განცხადებების/საჩივრების ჯამური ოდენობა, კომისიაში მოთხოვნილი ფორმით და მოთხოვნილ პერიოდზე სტატისტიკის წარმოების არარსებობის გამო);

20.07.2018წ. №2140/01 განცხადება – ფიზიკურ პირსა და სს „თელასს“ შორის არსებული დავის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სხდომის ოქმიდან ამონაწერი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

15.10.2018წ. №12280/01 განცხადება – ინფორმაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის („ძევრულჰესი“, „ლაჯანურჰესი“, „გუმათჰესი“, „შაორჰესი“, „რიონჰესი“, „აწჰესი“) კომისიის მიერ 2006 წლის 15 მაისს სატარიფო განაკვეთის განსაზღვრისა და ელექტროენერგიის განაწილების და სამომხმარებლო ტარიფების ცვლილების შესახებ, შესაბამისი სხდომის ოქმი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

16.10.2018წ. №12348/01 განცხადება – სოციალური და კომერციული გაზის შესასყიდი ფასები 2003 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ჩაშლილი წლების და ქვეყნების (რუსეთი, აზერბაიჯანი) მიხედვით, საზღვრიდან საბოლოო მომხმარებლამდე გაზის ტრანსპორტირების პროცესში მონაწილე საშუამავლო კომპანიების როლი ბუნებრივი გაზის დისტრიბუციის პროცესში, მათი წილი გაზის ტარიფის სტრუქტურაში

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

16.10.2018წ. №12347/01 განცხადება – ფიზიკურ პირსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2018 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი და ადმინისტრაციული წარმოების მასალა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

20.11.2018წ. №14138/01 განცხადება – კომისიის მიერ 2015, 2016 და 2017 წლებში გამოცხადებულ ვაკანსიათა რაოდენობისა და ამ ვაკანსიების შედეგად მიღებულ თანამშრომელთა რაოდენობის თანაფარდობის შესახებ, გენდერული ნიშნით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

 

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულია და მასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება კომისიას არ ჰქონია.

ამავე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით (ნაწილობრივ უარზე) წარმოდგენილ იქნა ფიზიკური პირის ადმინისტრაციული საჩივარი (07.08.2018წ. №9453/01), რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელს განემარტა, რომ საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში.

საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე არ მიუღია. კომისია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში მიღებულია 9 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს კომერციული საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას.

საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო:

4 გადაწყვეტილება სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;

5 გადაწყვეტილება ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია.

კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი აწარმოებს კომისიის უწყებრივ რეესტრებს (მათ შორის, მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრს). კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, ეკონომიკური, სალიცენზიო და სამეცნიერო- ტექნიკური დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში.

კომისიაში შემოსული და გაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც საანგარიშგებო პერიოდში შეტანილ იქნა 1 ახალი ჩანაწერი და 18 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემითა და ცვლილების შეტანით.

კომისიის წარდგინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სსიპ

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა პერსონალური მონაცემები შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:

თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;

სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;

ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის დამუშავებისას ;

კომისიაში მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული პერსონალური მონაცემების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ფორმით შენახვისას.

პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის შენახვა კომისიაში წარმოებს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. კომისიას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს კომპეტენციის ფარგლებში.

კომისიის პასუხისმგებელ პირთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.

კომისია ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე, კერძოდ: ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს, ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე.

ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეებსა და კომისიის რეგულირებად სფეროში არსებულ კომპანიებს შორის, ან თავად ამ კომპანიებს შორის არსებულ დავებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები. ცნობები საჯარო სხდომების ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 114 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 46 დადგენილება და 2034 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა ან მისი ნაწილი დახურულია, და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობაც.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 28 მარტის №7 დადგენილებით განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი.

2014 წლის 25 დეკემბრის №52/15 გადაწყვეტილებით განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ვებგვერდზე.

მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება სრულად. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ინფორმაციას.