დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 55 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016424 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016363) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა, მე-5 პუნქტის „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა). 2. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიური ლიმიტით არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა (გარდა მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა).“; ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) სადღეღამისო ეეგ (ელექტროენცეფალოგრამის) ვიდეო კვლევა.“; გ) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომლებიც საჭიროებენ გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციას ან ჩაუტარდათ მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. 3. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1 000 (ათას) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის გათვალისწინებით.“; დ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები