2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016578
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/547
05/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
300300000.22.024.016578
2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/12/2018 - 19/06/2019)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/547

2018 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 2
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები: ა) შპს „ენგურჰესი“; ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
მუხლი 3
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია