„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2019
ძალაში შესვლის თარიღი 19/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.021128
113
21/02/2019
ვებგვერდი, 21/02/2019
190040000.10.003.021128
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2019 წლის 21 თებერვალი

  ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის 34 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 მუხლი:

მუხლი 35. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ზევით ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების წესი

1. თუ მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ წარადგინა ხელმისაწვდომი  თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ი, მაგრამ დამდგარი არ არის 33 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, კომისია უფლებამოსილია, ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში დარჩენილი თანხის გამოყენების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ  იმ მუნიციპალიტეტთან მიმართებით, რომელმაც უზრუნველყო, კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, ხელმისაწვდომი  თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის სრულად წარდგენა და ამავე მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილია ახალი პროექტ(ებ)ი ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ან ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში დარჩენილი თანხა არ ჰყოფნის წარდგენილი პროექტის დასაფინანსებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ ამცირებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ხელმისაწვდომ თანხას (ლიმიტს) და 33 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიღოს დაფინანსება 33 მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას და გამოყოფილ თანხაზე არ ვრცელდება ამ წესის 3​2 და 3​3 მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.

4. მუნიციპალიტეტს, რომელიც მიიღებს დაფინანსებას ამ მუხლის  შესაბამისად, არა უგვიანეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 აგვისტოსი გამოყოფილი თანხის, გარდა 34 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, არანაკლებ 75 პროცენტის ფარგლებში უნდა ჰქონდეს ხელმოწერილი ხელშეკრულებები.

5. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მისი პროექტები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და ეკონომია და/ან მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს პროექტისათვის საჭირო ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის იმ პროექტზე, რომლის განხორციელება გადადის მომდევნო საბიუჯეტო წელზე.

6. ამ მუხლის გამოყენების შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გნსაზღვრული პროცენტის გაანგარიშებისას, ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული 33 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამოყოფილი თანხაც.“.

მუხლი 2
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ დაფინანსების მოძიება, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 19 თებერვლიდან. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.