მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016361
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
11/03/2019
ვებგვერდი, 14/03/2019
190020020.35.159.016361
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/03/2019 - 21/05/2019)

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2019 წლის 11 მარტი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე–2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების“ თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 190020020.35.159.016256; 17/01/2017 წ.).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე

დანართი №1

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული (რეგისტრაციის ადგილი უნდა დასტურდებოდეს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტით), მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის, გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს და დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციის ნუსხას.

მუხლი 1. დახმარება მკურნალობით ან/და მედიკამენტებით

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით,არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით ან 100 ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენის მიზნით დახმარება გაეწევა მოთხოვნილი თანხის 100%-ის ოდენობით. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერჯერადად, მკურნალობით ან/და გამოკვლევის დაფინანსების მიზნით (გარდა ფიზიოთერაპიის და მასაჟისა), დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულაა 0-დან 120 000-მდე, მედიკამენტების შეძენისა ან/და მკურნალობის დაფინანსების მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაზე სოციალური დახმარების სახით თანხა გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში (1 იანვრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი).

მუხლი 2. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოპერაცია, რეაბილიტაცია, გამოკვლევა, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება

1. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოპერაციის ან/ და რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 ლარისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

2. გონებრივი განვითარების შეფერხების ან გონებრივი განვითარების დაყოვნების (ამ პუნქტში იგულისხმება: ICD – 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები F84; F78; R62) მქონე, 0-13 წლამდე პირს რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 ლარისა.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) (ცნობაში მითითებული უნდა იქნეს ბენეფიციარის დიაგნოზი და დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი ADOS ტესტის შედეგი მაინც);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ერთჯერადი დახმარების მიზნით, რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, პირადი სარგებლობისათვის გადაეცემა ეტლი ან/და სხვა ტექნიკური საშუალება, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობის ღირებულების.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლი პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება.

მუხლი 3. გამოკვლევა, ოპერაცია, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება

1. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირს, დაავადების საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და ოპერაციის ან/და მედიკამენტების შეძენის მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;

გ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება.

2. გულის ოპერაციის დაფინანსების მიზნით ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

3. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ პირს, ოპერაციის დაფინანსების მიზნით, სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარების შემდეგ აუნაზღაურდება მხოლოდ 200 ლარი და მეტი ოდენობის დარჩენილი თანხის არსებობისას დასაფარავი თანხის 50%, არაუმეტეს 2000 ლარისა.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების

სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი.

ა.ვ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 4. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაცვალების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მომართვისას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას 250 ლარის ოდენობის თანხით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებმა (გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში რამდენიმე მეზობელმა, მათ შორის გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერილი, ერთობლივი განცხადებით) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან წერილობითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონოდ ცნობის თაობაზე;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

ბ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოგენილ ანგარიშის ნომერზე.

მუხლი 5. ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. ასი და მეტი წლოვანების ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დახმარების მიმღები პირის მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

2. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

3. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით, მისი დაბადებიდან ორი კალენდარული თვის ვადაში განცხადების წარმოდგენისას, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს დახმარება გაეწევა პირველ ბავშვზე 250 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ა.დ) ახალშობილისა და მისი დედმამიშვილის (ასეთის არსებობისას) დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

5. 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა მშობელს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, გაეწევა დახმარება 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი რეგისტრირებული ქორწინების არარსებობის თაობაზე ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პირის, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარტოხელა დედობის სტატუსს);

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

6. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახს, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილ ოჯახს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ოჯახს, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი რაოდენობის არასრულწლოვანი შვილი, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი(საჭიროების შემთხვევაში);

ა.ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

ა.ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

ა.ზ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

7. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილ ოჯახებს და ომში დაღუპული მეომრების ოჯახს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ხოლო დედ-მამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს 200 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

8. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ მოქალაქეს დახმარება გაეწევა 100 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

9. არასრულწლოვანი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და ასევე ონკოლოგიურად დაავადებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

10. 0-დან 15 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 200 ლარის ოდენობის თანხით.

ა) ამ მუხლის მეათე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 6. ყოველთვიური ფულადი დახმარება

1. დედ-მამით ობოლ, არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მეურვემ დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ე) მეურვეობის თაობაზე ცნობა;

ა.ვ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

2. უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 40 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

3. დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 40 ლარის ოდენობით, ყიზილ-აჯლოსა და ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 70 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახებს (იგულისხმება: პირველ რიგში მეუღლე, ასეთის არარსებობისას სრულწლოვანი შვილი (არასრულწლოვნის შემთხვევაში მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს), შვილის არარსებობისას მშობელი), კალენდარული წლის განმავლობაში, ყოველთვიურად დახმარება გაეწევათ 100 ლარის ოდენობით, ხოლო კალენდარული წლის აგვისტოს თვეში (8 აგვისტოსთან დაკავშირებით) 500 ლარის ოდენობით. ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, კალენდარული წლის მაისის თვეში, (9 მაისთან დაკავშირებით) ერთჯერადი საჩუქრის სახით დახმარება გაეწევათ 250 ლარის ოდენობის თანხით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

5. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში ან კანონიერ წარმომადგენელთან (მეურვე, მზრუნველი) რეინტეგრირებულ არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 50 ლარის ოდნეობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 7. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარება

1. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახებს, სიდანაც ორი ან მეტი შვილი, ასევე, 0-დან 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, საიდანაც ერთი სტუდენტი მაინც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა თითოეულ სტუდენტისათვის 500 ლარის ოდენობის თანხით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე (შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მითითებით);

ა.დ) მშობლების და ოჯახის სტუდენტი წევრების პირადობისა და დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ე) ცნობა დავალიანების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ერთი სასწავლო წლისათვის დადგენილ სწავლის საფასურის ოდენობას და ამ სასწავლოს წლის საფასურის დასაფარავად გადახდილი თანხების ოდენობას);

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

2. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ სოციალურად დაუცველ მარჩენალ დაკარგულ ბენეფიციარს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

ა.დ) მშობლის/ების გარდაცვალების მოწმობის ასლი (შესაძლებელია ბენეფიციარის დაბადების მოწმობა);

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

3. დედით და მამით ობოლ ბენეფიციარს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

ა.დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის და ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

4. იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა ოჯახებს, რომელთა შვილიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

ა.დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

5. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

ა.დ) მშობლის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

6. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს ან/და პროფესიულ პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

7. ამ მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარება ვრცელდება სახელმწიფო გრანტის არსებობის შემთხვევაში და არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ დავალიანების თაობაზე წარმოდგენილი ცნობით ირკვევა სასწავლო წლის განმავლობაში ამ მუხლის ბენეფიციარისათვის უკვე ჩარიცხული ან/და მოთხოვნილი თანხის ჯამური ოდენობით, ამ სასწავლო დაწესებულების მიერ ერთი სასწავლო წლისათვის დადგენილი სწავლის საფასურის გადაჭარბება.

მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების დახმარება, საკითხის სათათბირო ორგანოს მიერ განხილვით

1. მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის, ჯანდაცვის მიმართულებით გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, მერის გადაწყვეტილებით იქმნება საბჭო, რომლის არანაკლებ 7-წევრიან შემადგენლობას (მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირის ან სხვა საჯარო მოსამსახურის არანაკლებ 3 და სოციალური მომსახურების სააგენტოს არანაკლებ 1 წევრის მონაწილებით) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა:

ა) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების მდგომარეობის შესწავლა და სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობის თანხით, პირისათვის მატერიალური დახმარების გაცემის ან საოპერაციო, სამკურნალო ან სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, მერისათვის რეკომენდაციის გაწევა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის თანხაზე მეტი რაოდენობის დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევას ითანხმებს მუნიციპალიტეტის საკრებულო;

გ) საბჭოს ძირითადი მოწყვლადი ჯგუფია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც არ არის ამ წესის 1-ლი-მე-8 მუხლების ბენეფიციარი და პირი, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ., ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბჭო ანგარიშვალებულია მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, რომელსაც ყოველი ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის ბოლომდე და ასევე მერის ან/და საკრებულოს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ანგარიშის სახით აწვდის დაინტერესებულ სუბიექტს.

4. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში (შესაძლებელია მერისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სახელზე განცხადების რეგისტრაციაც, რომელიც მოხსენებითი ბარათის ფორმით უნდა გადაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს) უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან ან ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

ზ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;

თ) პირის/ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

5. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი.

6. მერის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერისათვის საკითხის განსახილველად გადაგზავნამდე უნდა შეადგინოს დანართი 1-ით წარმოდგენილი აქტი და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული მასალები უმოკლეს ვადებში გადააგზავნოს მერთან.

7. მერი დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გასცემს საგარანტიო წერილს რომლის ვადა განისაზღვრება 60 (სამოცი) დღის ოდენობით (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 დეკემბრისა) და ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მომსახურების გამწევი სუბიექტი ანგარიშზე, გარდა ერთჯერადი სახით გაცემული დახმარებისა, რომელიც შესაძლებელია გადაირიცხოს როგორც ამ მუხლის ბენეფიციარის ანგარიშზე, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ანგარიშზე.

8. მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სწავლოს მერის სახელზე შემოსულ განცხადებას და განსაზღვრავს განსახილველი განცხადების ამ წესის 1ლი-მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის საკითხს ან წარმოდგენილი განცხადების 1-ლი-მე-8 მუხლების ფარგლებში დაკმაყოფილების შესაძლებლობის არარსებობისას მიმართავს მერს საკითხის საბჭოსათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე.

9. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. განსხვავებული აზრი დაერთვება ოქმს.

10. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების გაცემის საკითხი განიხილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

11. საბჭო იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ.

12. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

13. საბჭოს ყველა გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

14. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი.

დანართი 2

აქტი

გვარი, სახელი  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პირადი  ნომერი   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეგისტრაციის მისამართი  –––––––––––––––––––––––––––––––

აქტიური მისამართი       ––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონტაქტო ნომერი      ––––––––––––––––––––––––––––––––––

ინფორმაცია ოჯახის წევრთა შესახებ

გვარი, სახელი

ნათესაური კავშირი განმცხადებელთან

პირადი ნომერი

ასაკი

სტატუსი (პენსიონერი, არასრულწლოვანი, შშმ პირი)

ყოველთვიური შემოსავალი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

ოჯახის სოციალური მდგომარეობის აღწერა

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ოჯახის წარმომადგენლის ხელმოწერა:  –––––––––––––––––––––––––––––––

მერის წარმომადგენლის ხელმოწერა:     –––––––––––––––––––––––––––––––

9. 27/03/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 08 - ვებგვერდი, 29/03/2024 8. 31/01/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 03 - ვებგვერდი, 01/02/2024 7. 25/12/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 34 - ვებგვერდი, 27/12/2023 6. 14/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 16/03/2022 5. 11/03/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 13/03/2020 4. 24/12/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 50 - ვებგვერდი, 26/12/2019 3. 06/09/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 36 - ვებგვერდი, 11/09/2019 2. 29/07/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 30 - ვებგვერდი, 02/08/2019 1. 21/05/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 23/05/2019